დისკურსი: ბუნება/ადამიანი ე. შაფაქის ერთი რომანის მიხედვით

ავტორები

  • თამარ გოგოლაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-8706-2102
  • ქეთევან ბარბაქაძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11628

საკვანძო სიტყვები:

შაფაქი, ვაჟა-ფშაველა, ლეღვის ხე, ხმელი წიფელი, ბუნება

ანოტაცია

საუკუნეთა მანძილზე კაცობრიობის ინტელექტუალური სამყარო ინტერესდებოდა ბუნებისა და ადამიანის ურთიერ­თკა­ვშირისა თუ ზემოქმედების კარდინალური საკითხ­ებით. ეს გრძელდებოდა და განსხვავებულ, ურთიერთ-საპირისპირო შეხ­ედ­უ­ლებებით ყალიბდებოდა ბოლო სამი საუკუნის არეალში. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული აღნიშნულ თემას საოცარი განვითარება მისცა ქართველმა მწერალმა ვაჟა-ფშაველამ (1861-1915) (თავის დროზე ვერ ითარგმნა მისი ნაა­ზრევი ევროპულ თუ აზიურ ენებზე), თუმცა მისგან დამო­უკიდებლად XXI საუკუნეში შესანიშნავი თურქი მწერალი ქალი (თურქულ და ინგლისურენოვანი) ელიფ შაფაქი (1971) ახლებ­ურად იწყებს ბუნებასთან ადამიანის მიმართულების საკითხის კვლევას ახალ რომანში „გამქრალი ხეების კუნძული“ („The Isla­nd of missing Tress“, რაც წარმოდგენილი იქნება წინამდებარე სტატიაში), სოლიდური სამეცნიერო კვლევების შესახებ არსებ­ული ლიტერატურის გამოყენებითა და ფანტაზიით ელიფ შაფ­აქი ცდილობს ერთი საკრალური ხის, ლეღვის ხისა, და ადამი­ანების ურთიერთობის მაგალითზე გაშალოს მსოფლიოს სად­ღეისო პრობლემა - იძულებითი მიგრაციის ერთი კუნძულის ტე­რ­იტორიაზე მცხოვრებთა დაპირისპირების, სიკვდილის, სიყ­ვა­რულის, მამა-შვილის მეგობრობისა თუ გაუცხოების საკი­თხები. რომანის ჟანრში ჩატეული ნაწარმოების მთავარი მოქ­მედი პირები არიან ადამიანები, მცენარეეები, მწერები, ცხოვე­ლ­ები და, იქნება მთელი ბუნებრივი მოვლენები.

თუმცა კვლევის პროცესში ჩვენთვის უცნობი აღმოჩნდა, რამდენად ახლოს დგას ელიფ შაფაქის რომანის სამყარო ქართ­ველი მწერლის ვაჟა-ფშაველას ნააზრევთან. ვფიქრობთ, მნიშვ­ნელოვანი იქნებოდა სამეცნიერო საზოგადოებისათვის მათი შედარებანი და ის საერთო ნიშნები, რაც (ანიმიზმის, ანთრო­პომ­ორფიზმის, ანტიკური მრავალღმერთიანობის, თანამედ­როვეო­ბაში გავრცელებული ფუნდამენტური რელიგიების) ფონზე გამ­ოიკვეთა და ცხადყო ერთადერთი ჭეშმარიტება სამყაროსა და ადამიანის, ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიული არსებობის აუცილებლობაზე, ეს კი ელიფ შაფაქის მრავალმხრივი მწერ­ლ­ური ალღოსა და ოსტატობის გამოხატულებაცაა.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-27

როგორ უნდა ციტირება

გოგოლაძე თამარ, and ბარბაქაძე ქეთევან. 2026. “დისკურსი: ბუნება ადამიანი ე. შაფაქის ერთი რომანის მიხედვით”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 9 (1):428-35. https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11628.

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.