აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე

ჟურნალის მიზნები და კონცეფცია:

საერთა­შორისო სამეცნიერო ჟურნალიაღმოსავლეთმცოდნეობის მაცნეარის ღია წვდომის მრავალდარგობრივი  სამეცნიერო ჟურნალი, რომელიც დაარსდა 2018 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმ­წიფო უნივერსიტეტის ჰუმანი­ტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის ბაზაზე.

ჟურნალის სარედაქციო კოლეგია შედგება  როგორც ქართველი, ისე  უცხოელი წევრებისგან.

ჟურნალი იდენტ­იფიცირებულია ISSN/E-ISSN ნომრებით და ირიცხება ევროპის საცნო­ბარო ინდექსაციის ბაზებში.

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“-ში ქვე­ყნდება როგორც აღმო­სავლეთის, ისე სხვა ქვეყნების შესახებ ფუნდამენტური სამეც­ნიერო კვლევები შემდეგ დარგებში: აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიის, აღმოსა­ვ­ლური ენათმეცნიერების, ლიტერატურისა და კულტურის აქტუალური პრობ­ლე­მების, პოლიტიკის, დიპლომატიის, რეგიონთმც­ოდნეობის, არქეოლოგიის, ეთნო­ლ­ოგიის, ეთნოგრაფიის, კულტურული ანთროპოლოგიის, წყა­როთმცოდნეობის, ისტ­ო­რიოგრაფიის, ქრონოლ­ოგიის, აღმოსავლეთის ფილოს­ოფ­იის, ისტორიული გეოგრ­აფიის, აღმო­სავლეთის ქვეყნებთან და ხალხებთან საქარ­თველოს მრავალ­საუ­კუნო­ვანი კულტურულ-ისტორიული ურთიერთობის საკით­ხების, აღმოსავ­ლეთის ქვეყ­ნებში თანამედროვე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომ­იკური, კულტურული და რელიგიური პროცესების, რელიგიის ისტორიის,  თარ­გმანის და სხვა მნიშვნელოვანი კვლევები როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ პროცესთა კონტექსტში.

მიმოხილვითი, აღწერილობითი და სარეკლამო ხასიათის ნაშრომები არ იბეჭ­დება.

ჟურნალის მიზანია მსოფლიო საზოგადოებისთვის მაღალი აკადემიური ხარ­ისხის, საერ­თაშორისო სტანდარტებს მორგებული ორიგინალური სამეცნიერო ნაშ­რომების მიწოდება. ასევე, აღმოსავლეთ­მცო­დნეობის სფეროში ინტერდისციპ­ლ­ინ­ური, რეგიონული და საერთაშორისო დარგთაშორის დიალოგის ხელშეწყობა, სადაც ქართველ და უცხოელ მკვლევრებს, ახალგაზრდა მეცნიერებს, საშუალება ეძლ­ევათ კვლევების გაცვლის, საერთაშორისო მიღწევების წარმო­დგენისა და სამ­ეცნიერო დისკუსიების წარმართვისა. 

ჟურნალის მიზანია, აგრეთვე, ისტორიულ წყაროთა კვლევების წახალისება (წყა­რ­ოთმცოდნეობა, ქრონოლოგია), ასევე სამხრეთ კავკას­იისა და აღმოსავლეთის რეგიონებისთვის მნიშვნ­ელოვანი საარქივო და ეთნოგრაფიული მასალების გამო­ქვეყნება, რაც ხელს უწყობს რეგიო­ნული  კვლევების განვითარებას.

ჟურნალში  შესაძლებელლია ორიგინალური სამეცნიერო სტატიების, საერთა­შორისო კონფერენციების, მოხსენებების, ექსპედიციების ანგარიშების და წიგნის (მონოგ­რაფიის) რეცენზიების გამოქვეყნება, რაც ხელს უწყობს სამეცნიერო აქტივ­ობას.  

ის ეფუძნება მსოფლიოში აღიარებულ ელექტრონული გამოცემების სისტემას OJS-ს (Open Journal Sistems). OJS პროგრამა არსებობს როგ­ორც ავტორების, ასევე  ჟურნალების მომ­სახურ­ების­ათ­ვის. OJS უზრ­უნვე­ლყ­ოფს არა მარტო  წარდ­გენის პროცესის ადვილად წარმართვას, არამედ მას შეუძლია შეაგროვოს და გაავრცელოს ინფორმაცია ავტორებისა და მათი შრომების შესახებ   კვლევისა და ციტირების  მონაცემთა ბაზებში, როგ­ორიც არის: Google Scholar, PubMed, DOAJ (the Directory of Open Access Journals) და სხვ.

ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი  სტატია სტრუქტურ­ირე­ბული უნდა იყოს IMRaD (Introduction, Methods, Results, Discus­sion) ფორმატის მიხედვით. ციტირება და ბიბლიოგრაფია გაფორმებულ იქნეს  ამერიკის ფსიქოლოგთა ასოც­იაციის APA ციტირების სტილით. ავტო­რებს შეუძლიათ გამოიყენონ Microsoft Word-ის ბიბლიოგრაფიის ხელსაწყო (REFERENCES), ან ბიბლიოგრაფიის მენე­ჯმენტის პროგრამები (მაგ. Mendeley, Zotero, RefMan, Endnote, JabRef).

სტატიებს უნდა ახლდეს აბსტრაქტი და საკვანძო სიტყ­ვ­ები  ინგლისურ  და ქართულ ენებზე.

აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე, წელიწადში ქვეყნდება ორჯერ - ივნისსა  და დეკემბერში ქართულ და ინგლისურ ენებზე. გამოსაქვ­ეყნე­ბლად წარმოდგენილი სტატიები მოწმდება პლაგიატზე პროგ­რამა Turnitin- ის საშუალებით.

ჟურნალი გახლავთ ღია წვდომის და, ასევე, შესაძლებელია სრული ტექსტების გადმოწერა.

დაუშვებელია მომხმარებელთა მხრიდან  გადმოწერილი მასალის კომერ­ციული მიზნებისათვის გამოყენება.

ჟურნალში ნაშრომის  გამოქვეყნება უფასოა.