ინდექსირებულია
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ / „Herald of Oriental Studies” ტომი 6. № 2. გამოვა 2023 წლის დეკემბერში.
სამეცნიერო შრომების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 30 ნოემბერი.
კრებული "აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე", ტომი 6. № 2. გამოიცემა ქართულ და ინგლისურ ენაზე.
გამოქვეყნება უფასოა.
ჟურნალის მიზანია, ხელი შეუწყობს ქართველ მეცნიერთა სამეცნიერო მიღწევების საერთაშორისო სივრცეში გატანას, მის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ, დაეხმარება ქართულ აკადემიურ წრეებს გაეცნოს საზღვარგარეთ წარმოებული სამეცნიერო კვლევების თანამედროვე დონეს. ჟურნალში არსებული რეცენზირების მექანიზმი ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების ხარისხის თვისობრივ ზრდას. ჟურნალს აქვს „ღია ჟურნალის სისტემების“ (OJS–open journal systems) პროგრამული უზრუნველყოფა. შეგახსენებთ, რომ ჟურნალში სტატიები ქვეყნდება ქართულ, ინგლისურ, გერმანულ, რუსულ და თურქულ ენებზე. სტატია უნდა წარმოადგენდეს გამოუქვეყნებელ სამეცნიერო კვლევას. მიმოხილვითი (ანალიტიკური) შინაარსის სტატიები არ მიიღება. სტატიის მომზადების ინსტრუქციას შეგიძლიათ გაეცნოთ ელექტრონულ მისამართზე:
https://openjournals.ge/index.php/hos/AG
ჟურნალის არქივს შეგიძლიათ გაეცნოთ მისამართზე:
https://openjournals.ge/index.php/hos/issue/archive
ჟურნალი გამოდის წინასწარ დაგეგმილი გრაფიკით წელიწადში ორჯერ (ივნისში და დეკემბერში). გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი სტატიები გადიან პლაგიატზე შემოწმებას პროგრამა Turnitin- ის საშუალებით.
გთხოვთ, ჟურნალისთვის სამეცნიერო ნაშრომები გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე:
os@bsu.edu.ge;
emzar.makaradze@bsu.edu.ge.
P.S. გაცნობებთ, რომ ჟურნალის არსებული საგამომცემლო პოლიტიკისა და სალიცენზიო პირობების გათვალისწინებით სარედაქციო გუნდი უფლებამოსილი არ არის გაკეთოს კორექტირება ავტორის მიერ წარმოდგენილ სტატიაში. ავტორი თავადაა პასუხისმგებელი სტატიის შინაარსობრივ და ტექნიკურ მხარეზე. აქედან გამომდინარე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, წარმოდგენილ სტატიაში ორთოგრაფიული და სტილისტური შეცდომების დადასტურების ან ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში, სტატია არ განიხილება გამოსაქვეყნებლად. სტატიის შინაარსობრივი მხარე მოწმდება „ორმაგი ბრმა“ რეცენზირების საფუძველზე.