ISSN 2587-490X
E-ISSN 2720-8168
საერთაშორისო სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ სარედაქციო საბჭო მხარს უჭერს საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების მიერ მიღებულ საგამომცემლო პრინციპებს, რომელიც ეყრდნობა საგამომცემლო ეთიკის კომიტეტის რეკომენდაციებს.
იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ არაკეთილსინდისიერი ქმედებები საგამომცემლო აქტივობისას (პლაგიატი, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, სხვ.), უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის აკადემიური კვლევების გამოცემა, უზრუნველვყოთ ავტორის კვლევის შედეგების საჯაროობა, საბჭოს ყველა წევრი, ავტორი, შემფასებელი და გამომცემელი უნდა დაემორჩილოს ეთიკურ სტანდარტებს, ნორმებს და წესებს და შესაბამისად, მიიღოს ყველა კეთილგონიერი ზომა, რათა აღიკვეთოს მათი დარღვევა.
რედაქტორის ვალდებულებები
რედაქტორი ვალდებულებას იღებს, რომ:
ავტორთა უფლება-მოვალეობები
როდესაც ავტორები აქვეყნებენ ნაშრომს ჟურნალში „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“, ისინი ვალდებულები არიან, რომ:
შემფასებელთა უფლება-მოვალეობები
შემფასებელი, რომელიც მონაწილეობას იღებს ჟურნალში „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ გამოსაქვეყნებელ ნაშრომთან დაკავშირებით ექსპერტული მოსაზრების მომზადებაზე, ვალდებულებას იღებს, რომ:
ინტერესთა კონფლიქტი
იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ეთიკური გადაცდომის შემთხვევები, საჭიროა ნაშრომის გამოქვეყნების პროცესში ჩართული ყველა მხარის ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხრა. იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ინტერესთა კონფლიქტი და გავითვალისწინოთ სამეცნიერო საზოგადოებაში არსებული ეთიკის სტანდარტები, ყველა მხარე იღებს გარკვეული სახის ვალდებულებებს.
რედაქტორი ვალდებულია, რომ:
ავტორი ვალდებულია, რომ:
შემფასებელი ვალდებულია, რომ:
დარღვევები
იმ შემთვევაში, თუ სახეზეა საგამომცმლო ეთიკის დაღვევები ჟურნალის რედაქტორის, ავტორის ანდა შემფასებლის მიერ, ჟურნალის სარედაქციო საბჭო პასუხისმგებელია აღნიშნულის გამოძიებაზე. ეს პრინციპი ეხება გამოცემულ და გამოსაცემ ნაშრომებს. სარედაქციო საბჭო მოითხოვს დამატებით ახსნა-განმარტებებს, იმ პირების ჩართვის გარეშე, რომელთანაც პოტენციურად გააჩნიათ ინტერესთა კონფლიქტი.
საჩივრები ეთიკურ დაღვევებთან დაკავშირებით შეძილება შეეხოს სხვა პირის ტექსტის მითვისების ან პლაგიატის, დუბლირებული ნაშრომების, გამოქვეყნებულ ნაშრომში საეჭვო ან ყალბი მონაცემების გამოყენებას, სხვა ავტორის ნაშრომის გამოყენებისას ავტორის ვინაობის არასწორად მითითებას ან/და სხვა დაღვევებს.
იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალის რედაქტორი შეიტყობს, რომ სახეზეა საგამომცმელო ეთიკური პრინციპების დაღვევა, ჟურნალის სარედაქციო საბჭო მიიღებს შემდეგ ზომებს:
ჟურნალის რედაქტორი უფლებამოსილია გამოიყენოს ყველა სანქცია საკითხის დეტალური შესწავლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ დაღვევები უკიდურესად მიუღებელია, გამომცემელი და ჟურნალის რედაქტორი უფლებამოსილია დამრღვევს დაუწესოს დამატებითი სანქციები, გარდა ზემოთაღნიშნული სანქციებისა.