მარკუს სამუელ-უმცროსის გაბედული ბიზნეს-გეგმა – ბათუმიდან სუეცის გავლით შორეული აღმოსავლეთისაკენ

ავტორები

  • ოლეგ ჯიბაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი https://orcid.org/0009-0007-3453-3920

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7818

საკვანძო სიტყვები:

ბაქოს ნავთობი, ბათუმის ნავსადგური, მარკუს სამუელ-უმცროსი, ტანკერი „მურექსი“, სუეცის არხი

ანოტაცია

აფშერონის ნახევარკუნძულზე მდებარე მდიდარი ნავთობ-საბადოების სამრეწველო ექსპლუატაცია XIX საუკუნის შუახან­ებში დაიწყო, მაგრამ ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკა­ვშ­ირებული პრობლემების გამო მისი მოპოვების მასშტაბები დიდი არ იყო. 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად ბათ­უმი თავისი ღრმაწყლიანი ნავსადგურით რუსეთის იმპერიის ფარგლებში მოექცა, რაც პარიზელი როტშილდების დამსახ­ურ­ებაც იყო; 1883 წლიდან, ბათუმი-ბაქოს სარკინიგზო ხაზის ექს­პლ­უატაციაში შესვლით, ბაქო-ბათუმის ნავთობ-სატრანსპორტო დერეფანიც ამოქმედდა. ბაქო-ბათუმის ურთიერთკავშირმა მათი სწრაფი სამრეწველო განვითარება და აფშერონის ნავთობის საე­ქსპორტო მნიშვნელობის ზრდა განაპირობა. „რუსულმა“ (ბაქოს) ნავთობმა (როტშილდები, ნობელები და სხვ.) სერიოზული კონკ­ურენცია გაუწია ამერიკულ ნავთობს (როკფელერები) ნავთობპ­როდუქტების მსოფლიო ბაზარზე.

„ნავთობის ომების“ ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდი იყო ინგლისელი ებრაელის, მარკუს სამუელ-უმცროსის მიერ ჩატარ­ე­ბული გაბედული ბიზნეს-ოპერაცია. მან შეუკვეთა იმდროი­სა­თ­ვის ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით აღჭურვილი ტანკერი „მურ­ექსი“ და ბათუმის ნავსადგურიდან, სუეცის არხის გავლით, როტ­ში­ლდების კუთვნილი 4-ათას ტონაზე მეტი ნავთი შორ­ე­ული აღმოსავლეთის ქვეყნებისკენ გააგზავნა. ეს იყო ნაოსნობის ისტორიაში პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა, რომელიც 1892 წლის აგვისტო-სექტემბერში განხორციელდა. ახალმა მარშ­რუტმა (სურ.1) მნიშვნელოვნად გაზარდა ბაქოს ნვთობის კოკუ­რე­ნტუნარიანობა და უზრუნველყო მისი დამკვიდრება აზიის ბაზარზე.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ოლეგ ჯიბაშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ისტორიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. საქართველო, 6010. ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35. +995 593 58 81 67. oleg.jibashvili@bsu.edu.ge ORCID: 0009-0007-3453-3920

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-16

როგორ უნდა ციტირება

ჯიბაშვილი ოლეგ. 2024. “მარკუს სამუელ-უმცროსის გაბედული ბიზნეს-გეგმა – ბათუმიდან სუეცის გავლით შორეული აღმოსავლეთისაკენ”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7 (1):202-16. https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7818.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა