1704 წლის ოსმალური დოკუმენტი ბათუმის შემოგარენის შესახებ ( ეთნოგრაფიული ასპექტები)

ავტორები

  • ჯემალ ვარშალომიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი https://orcid.org/0009-0007-2690-3020

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8301

საკვანძო სიტყვები:

ღომი, აჭარა, ჩამური, ცეხვა

ანოტაცია

XVIII ს-ის I მეოთხედის სამხრეთ-დასავლეთ საქართ­ვე­ლოს  ისტორიის, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შეს­წავლისათვის მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის გადასა­ხა­დ­ების აკრეფის მიზნით შედგენილი ოსმალური დავთრები. აჭარის ტერიტორიაზე მარცვლეული კულტურების მოყვანასთან დაკა­ვშ­ირებით მეტად ღირებულია აღნიშნულ დავთრებში - ,,ბათ­უ­მის ლივის ვრცელ დავთარსა“ და ,,ბათუმის ლივის მოკლე დავ­თარში“ მოცემული ცნობები. პირველი დოკუმენტი 1704 წლით თარ­იღდება

ხოლო მეორეში სხვადასხვა პერიოდის ჩანაწერებს ვხვ­დ­ებით. დოკუმენტების მიხედვით ბათუმის ლივა მოიცავს დღე­ვანდელი ქალაქის ტერიტორიას თავის შემოგარენით და ვრცე­ლდება ჭოროხის ხეობის აყოლებაზე ბორჩხისა და სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვის სანაპიროზე ლაზისტანში. დოკუ­მე­ნტში ჩამოთვლილია სოფლები სხვადასხვა გადასახადებით, მაგ­ა­ლითად ღომზე, სიმინდზე და სხვა. ჩვენი კვლევის მიზანია  დავ­თარში აღწერილი ცნობების შესწავლა ეთნოლოგიური ასპე­ქტით.

მარცვლეულ კულტურებს ქართველების განსახლების ტ­ე­რ­­ი­ტორიაზე წარსულში ფართო არეალი ეკავა. მისი გავრც­ელების შესახებ საგულისხმო ცნობებია მოცემული ძველ ქართულ წყა­როებში, საქართველოში მყოფი უცხოელი მოგზაურებისა და მეცნიერების ჩანაწერებში, XVI ს-ის დამლევსა და XVII-XVIII სს-ში საქართველოს საეკლესიო და სამონასტრო ბეგარის ნუსხებში. ოსმალურ წყაროების მიხედვით, აჭარაში ღომის კულტურა ფარ­თოდ იყო გავრცელებული სამეურნეო ცხოვრებაში  სიმინდის  შემოსვლამდე და შემდეგაც,  იგი  მოსახლეობის ერთ-ერთი მთა­ვარი საკვები მარცვლეულია. ნაშრომში თავმოყრილია ღომის მოყვანა-დამუშავება, ჯიშების, კულინარიაში, რიტუალებში გამ­ო­ყენების შესახებ ეთნოგრაფიული ცნობები, შეჯერებულია ტოპ­ოგრაფიულ და არქეოლოგიურ მონაცემებთან.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ჯემალ ვარშალომიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ისტორიის დოქტორი,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი,
+995 5963421. jemal.varshalomidze@bsu.edu.ge
ORCID: https://orcid.org/0009-0007-2690-3020

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-06

როგორ უნდა ციტირება

ვარშალომიძე ჯემალ. 2024. “1704 წლის ოსმალური დოკუმენტი ბათუმის შემოგარენის შესახებ ( ეთნოგრაფიული ასპექტები)”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7 (2):532-46. https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8301.

გამოცემა

სექცია

არქეოლოგია, ეთნოლოგია, ნუმიზმატიკა