სანჯაყ-ბეგ აბაშიძეების მიწათმფლობელობა - მიწათსარგებლობა აჭარაში ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიების მმართველობის დროს

ავტორები

  • ოთარ თურმანიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი https://orcid.org/0009-0004-0482-2404

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7798

საკვანძო სიტყვები:

მიწათმფლობელობა, მიწათსარგებლობა, თანზიმათი, აშარი, იჯარა, ყიდვა-გაყიდვა

ანოტაცია

ბათუმელი სანჯაყ-ბეგ აბაშიძეები აჭარაში იმერეთიდან, კერძოდ, არგვეთის საერი­სთავოდან ჩამოსახლდნენ  XVI საუკ­უ­ნეში. აჭარა მაშინ ოსმალებს ჰქონდათ დაპყრობილი. აბაშიძეები აქ გამუსლიმანდნენ და ოსმალეთის სახელმწიფოს სამსახურში ჩადგნენ. ოსმა­ლეთის სულთანმა მათ ადგილ-მამულები უბოძა და ლაზისტანის სანჯაყის ბეგის წოდებაც მიანიჭა.

აბაშიძეები აჭარაში მსხვილი მიწათმფლობელები იყვნენ. სტატიაში განხილულია ბათუმელი სანჯაყ-ბეგ აბაშიძეების მიწა­თ­მფლობელობა-მიწათსარგებლობის საკითხები. ოსმალ­ე­თში აგ­რ­­არ­ული რეფორმის (თანზიმათი) განხორცი­ელების შემდეგ აღა-ბე­გებს ადგილ-მამულები კერძო საკუთრებაში აღარ ჰქონ­დათ. სანაცვლოდ მათ სამემკვიდრო პენსიები დაუნიშნეს, მაგრამ აბა­შიძეებს, როგორც ოსმალეთის იმპერიის დანარჩენ აღა-ბეგებს, ადგ­ილ-მამულები დარჩათ მფლობელობა-სარგებლობის უფლ­ებით.

ოსმალეთის ხელისუფლების დროს განუწყვეტლივ მიმდ­ინარეობდა ბრძოლა ადგილ-მამულების თაობაზე სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივ მიწათმფლობელებს შორის. ეს ბრძ­ოლა გაგრძელდა რუსეთის ბატონობის დროსაც. ამ პერიოდში ბათუმელმა სანჯაყ-ბეგ აბაშიძეებმა დაიწყეს ადგილ-მამულების მასობრივი გაყიდვა. ისინი ეწეოდნენ აგრეთვე მიწების დაგი­რავებასა და იჯარით გაცემას. აქედან მიღებული ნატურალური თუ ფულადი შემოსავალი მათი არსებობის ძირითადი წყარო იყო. სტატიაში განხილულია ბათუმელი სანჯაყ-ბეგ აბაშიძეების საადგილმამულო უფლებრივი მდგომარეობა. ხაზგასმულია იმის შესახებ, რომ საბჭოთა რეჟიმის დროს მან მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური ჩაგვრა განიცადეს.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ოთარ თურმანიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი,
საქართველო, 6010. ბათუმი, ნინოშვილის ქ. 32/35.
+995 599 291507. Otar.turmanidze@bsu.edu.ge
https://orcid.org/0009-0004-0482-2404

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-16

როგორ უნდა ციტირება

თურმანიძე ოთარ. 2024. “სანჯაყ-ბეგ აბაშიძეების მიწათმფლობელობა - მიწათსარგებლობა აჭარაში ოსმალეთისა და რუსეთის იმპერიების მმართველობის დროს”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7 (1):108-25. https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7798.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა