სამხრეთ-დასავლეთ საქართველო (აჭარა) ოსმალეთის იმპერიის გეოსტრატეგიულ ინტერესებში XX საუკუნის პირველ მეოთხედში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.1.2018.2805საკვანძო სიტყვები:
სამხრეთ-დასავლეთ საქართველო (აჭარა)ანოტაცია
ბათუმის სამშვიდობო საზავო კონფერენციაზე ქართულმა დიპლომატიამ უდიდესი მარცხი განიცადა, რაც აისახა 1918 წლის 4 ივნისის საქართველო-თურქეთის ხელშეკრულებაში. ისარგებლა რა ოსმალეთის მთავრობამ მსოფლიო ომისაგან გამოწვეული მძიმე პოლიტიკური ვითარებით, დაარღვია საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმები, იგნორირება გაუკეთა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას და საქართველოს რესპუბლიკას თავს მოახვია მძიმე კაბალური პირობები, რომლის ძალითაც ერთიან ქართულ ტერიტორიულ სივრცეს მოწყვეტილი აღმოჩნდა 9500 კვ/კმ ტერიტორია 350 ათასი მცხოვრებით. 4 ივნისის ხელშეკრულებას 11 მაისს წარმოდგენილ ხელშეკრულების პროექტან შედარებით ის უპირატესობა გააჩნდა, რომ საქართველო ახალციხის მაზრიდან ინარჩუნებდა მხოლოდ აბასთუმანსა და აწყურს.