ბრძოლა სამეფო ტახტისთვის იმერეთში XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში და ქართლ - კახეთის მეფის ერეკლე II-ის პოლიტიკა
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.6.2023.7360საკვანძო სიტყვები:
ერეკლე II, სოლომონ II, დავით გიორგის ძე, დავით არჩილის ძე, იმერეთის სამეფო, ქართლ - კახეთის სამეფოანოტაცია
ბრძოლა სამეფო ტახტისთვის იმერეთში XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში და ერეკლე II-ის პოლიტიკა. აღნიშნულია, რომ სოლომონ I-ის გარდაცვალებას დასავლეთ საქართველოს გავლენიანი ფეოდალების გააქტიურება მოჰყვა. იმერელი თავადების ცალკეულ დაჯგუფებებს ხელსაყრელი ვითარება შეექმნათ თავიანთი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად. ისინი ტახტის ორი პრეტენდენტის - დავით გიორგის ძის და დავით არჩილის ძის გარშემო დაჯგუფდნენ. ეს უკანასკნელი ერეკლე II-ის შვილიშვილი იყო, რაც მისი მხარდამჭერების პოზიციებს აძლიერებდა. თავადთა ერთი ნაწილის აზრით, დავით არჩილის ძის გამეფებას იმერეთში შედეგად მოყვებოდა ქართლ-კახეთის მეფის გავლენის გაძლიერება დასავლეთ საქართველოში, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევდა იმერეთის სამეფოს გაუქმებას და ქართლ-კახეთის სამეფოსთან შეერთებას. ამიტომ აღნიშნული დაჯგუფება მხარს უჭერდა იმერეთში გაემეფებინათ სოლომონ I-ის ბიძაშვილი დავით გიორგის ძე, რაც პოლიტიკური ბრძოლის პირველ ეტაპზე წარმატებით მოახერხეს.
1784-1789 წლებში იმერეთს მართავდა დავით გიორგის ძე. მისი ხანმოკლე მეფობის პერიოდში იმერეთში ძალიან რთული ვითარება შეიქმნა. მისი პოლიტიკით უკმაყოფილო დიდი ფეოდალები გააქტიურდნენ და მეფის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს. ისინი განსაკუთრებულ იმედებს ამყარებდნენ დავით არჩილის ძეზე. იმერეთის გავლენიანი ფეოდალების და ერეკლე II-ის აქტიური მხარდაჭერით, ტახტისათვის ბრძოლაში დავით არჩილი ძემ გაიმარჯვა, რომელმაც სოლომონ I-ის პატივსაცემად სახელი შეიცვალა და სოლომონ II დაირქვა. დავით გიორგის ძეს ტახტის დაბრუნებაზე ფიქრი არასდროს შეუწყვეტია და ყოველთვის ცდილობდა სოლომონ II-ის მოწინააღმდეგე ძალებს დაკავშირებოდა. ხელისუფლებისათვის ბრძოლას იმერეთის სამეფოში ფეოდალური რეაქციის გაძლიერება მოყვა. იმერეთი ანარქიამ მოიცვა. სოლომონ II-მ XVIII საუკუნის ბოლოს შეძლო ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერება და იმერეთის სამეფო კვლავ ძლიერი მმართველის ხელში აღმოჩნდა.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .