მართლმადიდებლობა ჩინეთში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7820საკვანძო სიტყვები:
ჩინეთი, რუსეთი, რუსული სასულიერო მისია, ჩინეთის ავტონომიური ეკლესიაანოტაცია
თანამედროვე სამყაროში რუსეთისა და ჩინეთის ურთიერთობები სულ უფრო ხშირად ექცევა სამეცნიერო თუ საინფორმაციო ყურადღების ცენტრში. ეს ურთიერთობები რამდენიმე საუკუნეს ითვლის და, ფაქტობრივად, სწორედ რუსული სასულიერო მისიის მეშვეობით დამყარდა, რომელიც საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში დიპლომატიურ საქმიანობას ეწეოდა.
თანამედროვე რუსეთში მართლმადიდებელი ეკლესია წინა პლანზეა წამოწეული და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სახელმწიფოშიც და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებშიც. შესაბამისად, მოსკოვის საპატრიარქოს ურთიერთობა თანამედროვე ჩინეთთან განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია.
წინამდებარე ნაშრომში მოყვანილი წყაროების ანალიზი არ მოიცავს მხოლოდ პოლიტიკურ თემას, არამედ ეხება საკუთრივ რელიგიურ საკითხებსაც.