ჩინეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.6.2023.6781

საკვანძო სიტყვები:

ორგანიზაცია, თანამშრომლობა, ჩინეთი, რეგიონი, ქვეყანა, კავშირი

ანოტაცია

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია არის მთავრობათაშორისი საერთაშორისო ორგანიზაცია. იგი 22 წლის წინ შანხაიში დაარსდა. ამ ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან: ჩინეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. მას შემდეგ შეუერთდნენ ინდოეთი, პაკისტანი და ირანი. ეს ქვეყნები არიან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მუდმივი წევრები.

გარდა ზემოთჩამოთვლილი მუდმივი წევრი ქვეყნებისა, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში არიან დამკვირვებლის სტატუსის მქონე სახელმწიფოები და ასევე ის ქვეყნები, რომელთაც დიალოგის პარტნიორები ეწოდებათ.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი წევრი ქვეყანა ჩინეთია, რომელიც არა მხოლოდ ამ ორგანიზაციის ფარგლებში, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც აქტიურობს. მისი აქტიურობა საკუთრივ ამ ორგანიზაციის ფარგლებში ყოველთვის გამორჩეული იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩინეთის აქტიურობის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის
პერიოდში. მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლომ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
წევრი ქვეყნის - რუსეთის პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო, პირველი, ვინც ამ ქვეყანას ესტუმრა, ჩინეთის პრეზიდენტი იყო, რომელმაც მოსკოვში ჩაიტანა რუსეთსა და უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების 12 პუნქტიანი გეგმა. ამ ვიზიტით მკაფიოდ გაესვა ხაზი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის, ამ ორი მნიშვნელოვანი წევრი ქვეყნის მოკავშირეობის სიმყარეს.

ამავე დროს ჩინეთი ცდილობს თავისი როლი გაზარდოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონშიც. მისი ამ პოლიტიკური მისწრაფებების მაჩვენებელია ის, რომ მისი შუამავლობით დიპლომატიური ურთიერთობა აღდგა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთ-ერთ წევრ ქვეყანას - ირანსა და საუდის არაბეთის შორის.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფიები

მაია კაპანაძე, კავკასიის საეთაშორისო უნივერსიტეტი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საეთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა 73, 0179, საქართველო, +995558766887, maia.kapanadze@ciu.edu.ge.
https://orcid.org/0000-0002-7460-5374

მარიამ გალდავა, კავკასიის საეთაშორისო უნივერსიტეტი

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორანტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. 29. 0179. საქართველო, +99595077163. Mar.galdava@gmail.com
https://orcid.org/0009-0001-3443-1998

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-06-23

როგორ უნდა ციტირება

კაპანაძე მაია, and გალდავა მარიამ. 2023. “ჩინეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 6 (1):78-94. https://doi.org/10.61671/hos.6.2023.6781.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები