რუსული მედიის დამოკიდებულება ჩინეთისადმი 2000-2014 წლებში (ყირიმის ანექსიამდე)
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.6.2023.6782საკვანძო სიტყვები:
ჩინეთი, რუსეთი, მედია, დემარკაციაანოტაცია
რუსეთი და ჩინეთი თანამედროვე მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი აქტორებია. დღევანდელი რუსეთის პოლიტიკური ვექტორი, აშკარად, ჩინეთისაკენ არის გადახრილი, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა. მედიასივრცეში არსებული დისკურსების ანალიზი კი იძლევა საერთაშორისო-პოლიტიკური და სოციალურ-კულტურული ვექტორების გადახრის მიზეზების, მიზნებისა და შედეგების განსაზღვრის შესაძლებლობას.
საკითხი აქტუალურია, იმდენად რამდენადაც ჩინეთი და რუსეთი წლების განმავლობაში, თანმიმდევრულად გამოდიოდნენ ე.წ. PAX AMERICANA-ს წინააღმდეეგ, ერთად პოზიცირებენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და, მათ შორის, უშიშროების საბჭოში. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია განისაზღვროს თუ რამდენად რეალურია მეგობრობა თუ სტრატეგიული პარტნიორობა ამ ორ ქვეყანას შორის.