ჩინეთისადმი დამოკიდებულების ცვლილება ოცდამეერთე საუკუნის რუსულ მედიასივრცეში

##article.authors##

  • დავით ანდღულაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი https://orcid.org/0000-0002-4899-0096

##semicolon##

https://doi.org/10.48614/hos.4.2021.60-75

##semicolon##

რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები##common.commaListSeparator## სი ძინფინგი##common.commaListSeparator## ჩინეთის მედიაკორპორაცია

##article.abstract##

სტატია ეხება თანამედროვე მსოფლიოს ორი დიდი სახელმ­წიფოს - რუსეთისა და ჩინეთის - ურთიერთ მიმართებას ოცდამ­ეერ­თე საუკუნეში, კერძოდ, რუსულ მედიასივრცეში ჩინეთის პოზიტიურ აღქმას, რაც, ბოლოწლების განმავლობაში, ერთგვარ ტრენდად იქცა, რასაც, ბუნებრივია, თავისი მიზეზები და მიზ­ნები გააჩნია.

როგორც ცნობილია, მედია დიდ გავლენას ახდენს საზოგად­ოებრივი ცნობიერების, სტერეოტიპების, დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, შესაბამისად, მედიასივრცის კონტროლი, გარკ­ვე­ულწილად, საზოგადოებრივი აზრის კონტროლსაც ნიშნავს. ასეთი ტიპის  კონტროლის შესაძლებლობები მით უფრო დიდია, რაც უფრო ნაკლებად დემოკრატიულია ქვეყანა. ასეთ ქვეყნებში, მედიაზე კონტროლის გამკაცრება შეიძლება განპირობებული იყოს ბევრი ფაქტორით - პოლიტიკურით, ეკონომიკურით, კულ­ტუ­რულით და ა.შ.

თანამედროვე რუსეთმა თავი ბევრი მიმართულებით რთულ მდგომარეობაში ჩაიყენა. დასავლეთის მიერ ინიცირებული სან­ქც­იები უბიძგებს რუსეთის ხელისუფლებას აღმოსავლეთ­ისაკენ, კერძოდ კი, ჩინეთისაკენ. ბოლო ათლწულის განმავლობაში მოს­კოვსა და პეკინს  შორის კავშირი უპრეცედენტოდ მჭიდროა, რის გამართლებასაც სპეციალური კამპანია სჭირდება ისეთ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია, სადაც მოსახლეობის და პოლიტიკური ელი­ტების ჩინეთისადმი დამოკიდებულება, ტრადიციულად ფრთ­ხილი და ნეგატიურია. აღმოსავლური გეზის გასამართ­ლებლად რუსულ მედიასივრცეში ინტენსიურად ხდება ჩინური კულ­ტურის, ენის, ეკონომიკური წარმატების, პოლიტიკური მოწყო­ბის და ა.შ. პოპულარიზება, შექმნილია სპეციალური საინფო­რმაციო აპლიკაციებიც კი.

სტატიაში განხილული ორმხრივი პოლიტიკური და ეკონო­მიკური ურთიერთობების ანალიზის შედეგად ცხადი ხდება, რომ დასავლეთთან დაპირისპირების ფონზე, რუსეთის დამოკი­დებულება ჩინეთზე სულ უფრო მეტად იზრდება, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ჩინეთის პოზიტიური როლის ზრდას რუსულ მედიასივრცეში.

##plugins.generic.usageStats.downloads##

##plugins.generic.usageStats.noStats##

##submission.authorBiography##

##submission.authorWithAffiliation##

 

ისტორიის მიმართულების დოქტორანტი

ელ.ფოსტა : davit.andguladze230@hum.tsu.edu.ge

საკონტაქტო ნომერი : 555 45 01 01

##submission.downloads##

##submissions.published##

2021-10-05

##issue.issue##

##section.section##

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.