ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის შეთანხმება მეგობრობაზე, ალიანსა და უერთიერთდახმარებაზე (1950-1980წწ.)
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9093საკვანძო სიტყვები:
ჩინელი კომუნისტები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ჩინეთ-საბჭოთა ურთიერთობა, მაო მოსკოვშიანოტაცია
მეოცე საუკუნე ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. ამ პერიოდში ჩინელებმა ოთხი მთავარი მართველი ძალა გამოიცვალეს, 1911 წელს დაამხეს მონარქიული მმართველობა და დააარსეს ჩინეთის რესპუბლიკა ნაციონალური პარტიის იგივე კუომინტანგის (გუომინდანის) ხელმძღვანელობით, მალევე ეს პარტია სამხედრო ძალაუფლების მქონე მხედართმთავრებით ჩანაცვლდა, 1927 წლიდან ისევ კუომინტანგმა დაიბრუნა მმართველობა, 1949 წლიდან კი ჩინელმა კომუნისტებმა დაიკავეს ქვეყნის მართვის სადაავეები.
გარდა შიდა პოლიტიკური ცვლილებებისა, ქვეყნის საგარეო და ეკონომიკური მდგომარეობაც მუდმივად ცვალებადი და ჩინეთისთვის არც თუ სახარბიელო იყო. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ჩინეთის ტერიტორიების ნაწილი კვლავ დასავლური ქვეყნებისა და რუსეთ-იაპონიის ხელთ იყო, ჩინელები ისევ სიღარიბეში და სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულნი რჩებოდნენ, 1931 წლიდან ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობა მძაფრდება, 1937-1945 წლებში კი მათ შორის ომი ოფიციალურად მიმდინარეობდა, ამ ომის დასრულების შემდეგ სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყო ჩინელ ნაციონალებსა და კომუნისტებს შორის, რომელიც კომუნისტური პარტიის გამარჯვებით დასრულდა 1949 წელს.
1949 წლის 1 ოქტომბერს დაარსდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ქვეყნის სათავეში კი კომუნისტები მოვიდნენ. მაო წეტუნგსა (მაო ძედუნსა) და სტალინს შორის არსებული პირადი დაპირისპირების მიუხედავად, მაომ აირჩია მთლიანად დაყრდნობოდა საბჭოთა კავშირს და 1950 წელს მოსკოვში გააფორმა ახალი ხელშეკრულება სახელად - „ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის შეთანხმება მეგობრობაზე, ალიანსსა და უერთიერთდახმარებაზე“, რომლის მსგავსი ჯერ კიდევ 1945 წელს იყო ხელმოწერილი სტალინსა და ძიანგ ძიეშის (ჩანგ კაიშის) შორის. ახალი შეთანხმება 30 წლის ვადით დაიდო, ეს პერიოდი კი შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ:
1950-1958 წლები - ჩინეთ-საბჭოთა ურთიერთობის მეგობრული პერიოდი.
1959-1969 წლები - მაოსა და ხრუშოვს შორის დაწყებული დაპირისპირებებიდან საომარ მოქმედებებამდე.
1970-1980 წლები - ჩუმი დაპირისპირება და მეგობრობის დასასრული.
კველევაში განხილულია ჩინეთ-საბჭოთა ურთიერთობები 1950-1980 წლებში, ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობიდან ვადის ამოწურვამდე, ზემოთ ნახსენები სამივე ეტაპი აღწერილია თანმიმდევრულად, ასევე მოყვანილია შედარება 1945 და 1950 წლის შეთანხმებებს შორის. ეს ყველაფერი დაეხმარება ქართულენოვან აუდიტორიას უფრო სიღრმისეულად გაიაზროს „ჩინურ-საბჭოური“ მეგობრობა, აღიქვას ეს ურთიერთობა უფრო ობუექტურად და გაეცნოს ჩინური მხარის მოსაზრებებსაც საბჭოთა კავშირთან დაკავშირებით.