ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის შეთანხმება მეგობრობაზე, ალიანსა და უერთიერთდახმარებაზე (1950-1980წწ.)

ავტორები

  • ნელი ახობაძე ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაცია; ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9093

საკვანძო სიტყვები:

ჩინელი კომუნისტები, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ჩინეთ-საბჭოთა ურთიერთობა, მაო მოსკოვში

ანოტაცია

მეოცე საუკუნე ჩინეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია. ამ პერიოდში ჩინელებმა ოთხი მთავარი მართველი ძალა გამოიცვალეს, 1911 წელს დაამხეს მონარქიული მმართველობა და დააარსეს ჩინეთის რესპუბლიკა ნაციონალური პარტიის იგივე კუომინტანგის (გუომინდანის) ხელმძღვ­ანე­ლო­ბით, მალევე ეს პარტია სამხედრო ძალაუფლების მქონე მხედა­რთმთავრებით ჩანაცვლდა, 1927 წლიდან ისევ კუომინტანგმა დაი­­ბრუნა მმართველობა, 1949 წლიდან კი ჩინელმა კომუნ­ის­ტებმა დაიკავეს ქვეყნის მართვის სადაავეები.

გარდა შიდა პოლიტიკური ცვლილებებისა, ქვეყნის საგარ­ეო და ეკონომიკური მდგომარეობაც მუდმივად ცვალებადი და ჩინეთისთვის არც თუ სახარბიელო იყო. მეოცე საუკუნის პირ­ველ ნახევარში ჩინეთის ტერიტორიების ნაწილი კვლავ დას­ავლური ქვეყნებისა და რუსეთ-იაპონიის ხელთ იყო, ჩინელები ისევ სიღარიბეში და სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულნი რჩე­ბო­დნენ, 1931 წლიდან ჩინეთ-იაპონიის ურთიერთობა მძაფრდება, 1937-1945 წლებში კი მათ შორის ომი ოფიციალურად მიმდ­ინა­რეობდა, ამ ომის დასრულების შემდეგ სამოქალაქო დაპირი­სპ­ირება დაიწყო ჩინელ ნაციონალებსა და კომუნისტებს შორის, რომელიც კომუნისტური პარტიის გამარჯვებით დასრულდა 1949 წელს.

1949 წლის 1 ოქტომბერს დაარსდა ჩინეთის სახალხო რესპ­უბლიკა, ქვეყნის სათავეში კი კომუნისტები მოვიდნენ. მაო წეტ­უნგსა (მაო ძედუნსა) და სტალინს შორის არსებული პირადი დაპ­ირისპირების მიუხედავად, მაომ აირჩია მთლიანად დაყრ­დნობოდა საბჭოთა კავშირს და 1950 წელს მოსკოვში გააფორმა ახალი ხელშეკრულება სახელად - „ჩინეთისა და საბჭოთა კავში­რის შეთანხმება მეგობრობაზე, ალიანსსა და უერთ­იერ­თდახ­მარებაზე“, რომლის მსგავსი ჯერ კიდევ 1945 წელს იყო ხელმ­ოწერილი სტალინსა და ძიანგ ძიეშის (ჩანგ კაიშის) შორის. ახალი შეთანხმება 30 წლის ვადით დაიდო, ეს პერიოდი კი შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ:

1950-1958 წლები - ჩინეთ-საბჭოთა ურთიერთობის მეგობ­რული პერიოდი.

1959-1969 წლები -  მაოსა და ხრუშოვს შორის დაწყებული დაპირისპირებებიდან საომარ მოქმედებებამდე.

1970-1980 წლები -  ჩუმი დაპირისპირება და მეგობრობის დასასრული.

კველევაში განხილულია ჩინეთ-საბჭოთა ურთიერთობები 1950-1980 წლებში, ხელშეკრულების გაფორმების წინაპირო­ბი­დან ვადის ამოწურვამდე, ზემოთ ნახსენები სამივე ეტაპი აღწე­რილია თანმიმდევრულად, ასევე მოყვანილია შედარება 1945 და 1950 წლის შეთანხმებებს შორის. ეს ყველაფერი დაეხმარება ქარ­თ­ულენოვან აუდიტორიას უფრო სიღრმისეულად გაიაზროს „ჩინურ-საბჭოური“ მეგობრობა, აღიქვას ეს ურთიერთობა უფრო ობუექტურად და გაეცნოს ჩინური მხარის მოსაზრებებსაც საბ­ჭოთა კავშირთან დაკავშირებით.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-06-03

როგორ უნდა ციტირება

ახობაძე ნელი. 2025. “ჩინეთისა და საბჭოთა კავშირის შეთანხმება მეგობრობაზე, ალიანსა და უერთიერთდახმარებაზე (1950-1980წწ.)”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (1):411-38. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9093.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

<< < 1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.