„რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“ (შსს არქივის მონაცემების მიხედვით)

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8272

საკვანძო სიტყვები:

რელიგიები, რეპრესიები, სასულიერო პირები, საბჭოთა საქართველო

ანოტაცია

ჩვენი კვლევის საგანს წარმოადგენს „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ მიერ დაფინ­ან­სებულ 2022 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამე­ცნიერო საგრანტო კონკურსის პროექტის (NFR-22-21090)  - „რელ­იგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში (შსს არქი­ვის მონაცემების მიხედვით)“ მიმოხილვას, რომელიც ხორც­იე­ლდება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიც­ია­ტივით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან თანამშრომლობით.

რეპრესირებულ პირთა ბედი გვიჩვენებს, თუ რა ტრაგ­იკ­ული შედეგები მოჰყვა საბჭოთა კავშირის იმპერიულ გადაწყ­ვე­ტილებებს რიგითი ადამიანებისთვის. საბჭოთა რეპრესიების საკითხი ერთ-ერთი შეუსწავლელი სფეროა არა მარტო ქართულ, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნების სამეცნიერო ლიტერატურაშიც. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ათასობით რეპრე­სი­რ­ებულ სასულიერო პირთა საქმეები, რომელიც სხვადასხვა არქი­ვშია დაცული.  თემა ითვალისწინებს მკვლევართა ჯგუფის მიერ საქართველოში საბჭოთა პერიოდში (1921-1991 წლებში) რელიგ­იური ნიშნით განხორციელებული რეპრესიების  და რეპრეს­ირ­ე­ბ­ული სასულიერო პირების შესახებ ჩატარებული კვლევის გაშ­უქებას. საქართველოს ანექსიის (1921 წ.) შემდეგ, აქტიურად დაი­წყო „წითელი ტერორი“ და ათეისტური რელიგიური პოლი­ტი­კის გატარება იმ პერიოდში მოღვაწე ყველა დენომინაციის წინააღმდეგ: დაიხურა ასობით საკულტო ნაგებობა, რელიგიური სკოლები, განსაკუთრებული სისასტიკით დაიწყო მართლმად­იდებლური, კათოლიკური, სომხური-სამოციქულო, ქრისტი­ა­ნულ-პროტესტანტული, სხვა ქრისტიანული  მიმდინარეობების, ასევე იუდეური, ისლამური თემების სასულიერო პირების რელ­იგიური მოტივებით დევნა. სასულიერო პირთა დევნის საფუ­ძვლად იყენებდნენ მათ ანტისაბჭოთა და კონტრრ­ევო­ლუციური აგიტაცია-პროპაგანდის და სხვა სახის ბრალდებას.  დამუშა­ვე­ბული იქნა იმ სასულიერო პირთა შესახებ ინფორმაცია, რომლ­ებიც სასჯელის სამი კატეგორიით იქნენ დასჯილნი - დახვ­რეტ­ილები, პატიმრობამისჯილები და გადასახლებულები.

მიმდინარე პროექტში მონაწილეობას იღებს მკვლევართა ჯგუფი: ზვიად ტყაბლაძე (პროექტის ხელმძღვანელი), გიორგი პატაშური (პროექტის კოორდინატორი), ზაზა ვაშაყმაძე, სერგო ფარულავა, აბესალომ ასლანიძე, მარინე მაზმიშვილი, დავით დავითაშვილი, ბადრი ჩერქეზიშვილი, ლალი ეხვაია.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ზვიად ტყაბლაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო.
საქართველო, 0105, თბილისი, ინგოროყვას 7.
+995 322 990900; info.ra@religion.gov.ge
ORCID: 0009-0009-4347-6299

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-06

როგორ უნდა ციტირება

ტყაბლაძე ზვიად. 2024. “„რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“ (შსს არქივის მონაცემების მიხედვით)”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7 (2):93-116; 117. https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8272.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა