როგორ მოასწავებს ახალ ერას ახლო აღმოსავლეთში „აბრაამის შეთანხმებები“

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7819

საკვანძო სიტყვები:

აბრაამის შეთანხმემები, ახლო აღმოსავ- ლეთის კონფლიქტი, ისრაელი, არაბული ქვეყნები, აშშ

ანოტაცია

ნაშრომი ეძღვნება ძალიან საინტერესო თემას, „აბრაამის შე­თა­ნხმებების“ მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთის ისტორ­ი­ისა და მომავლისთვის.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიცია­ტივით და ძალისხმევით მოხდა ისრაელის მიერ ისტორიული და უმნიშვნელოვანესი სამშვიდობო შეთანხმებების დადება არაბ­თა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინთან, რომლებსაც უწო­დეს „აბრაამის შეთანხმებები“, სამი ძირითადი მონო­თეი­სტური რელიგიის - ქრისტიანობის, იუდაიზმის, ისლამის მამამთავრის და პატრიარქის აბრაამის საპატივცემულოდ.

1979 წლის ეგვიპტე-ისრაელის და 1994 წლის იორდანია-ისრაელის სამშვიდობო შეთანხმებების დადების შემდეგ, ასეთი მნიშვნელოვანი და ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ამბავი ახლო აღმოსავლეთში, ალბათ არასოდეს მომხდარა. „აბრაამის შეთანხმებები“ სამი სახელმწიფოს შეგნებული და მტკიცე გადა­წყვეტილებაა განხეთქილებიდან გადავიდნენ წარმატებულ ჩარ­თ­ულობაზე. ამის შემდეგ, ისრაელთან ურთიერთობები დაამყარა მაროკომ, ნორმალიზაციის პროცესი დაიწყო სუდა­ნთან.

მიუხედავად ისრაელ-„ჰამასის“ ახალი კონფლიქტის დაწყ­ე­ბისა, რამაც დროებით შეაფერხა სამშვიდობო ინიციატივები ახლო აღმოსავლეთში, ისრაელის ურთიერთობების ნორმა­ლი­ზ­ება სხვა არაბულ ქვეყნებთან შეუქცევადი პროცესი იქნება.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ზვიად ტყაბლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი,
საქართველო, 0160, თბილისი, მ. კოსტავას 77
+995 551 01 08 08; tkabladze.zviad@gtu.ge
ORCID: 0009-0009-4347-6299

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-05-16

როგორ უნდა ციტირება

ტყაბლაძე ზვიად. 2024. “როგორ მოასწავებს ახალ ერას ახლო აღმოსავლეთში „აბრაამის შეთანხმებები“”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7 (1):230-47. https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7819.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა