იორდანიის როლი ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ უსაფრთხოებაში

ავტორები

  • მაია კაპანაძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • ომარ თურმანიძე სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9088

საკვანძო სიტყვები:

იორდანია, რეგიონი;, ყურე, კონფლიქტი, ლტოლვილი

ანოტაცია

იორდანია ახლო აღმოსავლეთის და ამავე დროს სპარ­სე­თის ყურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ის რეგიონში მიმდინარე რთული პოლიტიკური ვითარების  ფონზე ცდილობს თავიდან აირიდოს ის რყევები, რასაც ამ რეგიონის ბევრი ქვეყანა განიცდის.

იორდანია აქტიურად ერთვებოდა ისრაელ-არაბულ ქვეყ­ნებს შორის წარმოებულ ომებში. მისი მიზანი არა პალეს­ტინ­ისათის დახმარების აღმოჩენა, არამედ საკუთრივ იორდან­იის­ათვის გარკვეული  ტერიტოიული შენაძენის მიღება. სპარსეთის ყურის ომების დროს იორდანის ჰაშიმიტების სამეფომ ნეიტრა­ლური პოზიცია დაიკავა და ცდილობდა მშვიდობის დამყარ­ები­ს­თვის გარკვეული როლი შეესრულებინა სპარსეთის ყურის ქვე­ყნებს შორის.

იორდანიამ დროთა განმავლობაში თავისი საგარეო პოლ­ი­ტიკური კურსი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის სამეზობლო ქვეყნებს შორის შეცვალა. მისი მიზანი უკვე გასული საუკუნის ბოლოდან ამ კონფლიქტებით გამორჩეულ რეგიონში მშვი­დო­ბის შენარჩუნება გახდა. აქედან მოყოლებული, იორდანია ცდილობს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის დაძაბულობა განხმუხტოს და ხელი შეუშალოს საომარი მოქმედებების ესკალაციას. ამისი ერთ-ერთი მაგალითია ის, რომ უკვე კარგა ხანია, იორდანია არც­ერთ კონფლიქტში მხარეს არ წარმოადგენს და ამავე დროს, იღებს ლტოლვილებს პალესტინიდან, სირიიდან, ლიბანიდან და ერა­ყ­იდან. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ამ ლტოლვილებს შედარებით უკეთესი პირობები იორდამიაში აქვთ.

მიუხედავად იმისა, რომ იორდანია იზიარებს რეგიონში არსებულ პრობლემებს, მისმა მმართველებმა მშვიდობისა და სტ­ა­­ბილურობის შენარჩუნების ვალდებულება იკისრეს.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-06-03

როგორ უნდა ციტირება

კაპანაძე მაია, and თურმანიძე ომარ. 2025. “იორდანიის როლი ახლო აღმოსავლეთის რეგიონულ უსაფრთხოებაში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (1):241-71. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9088.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.