მთიანი ყარაბაღის ომის შედეგად გამოწვეული სიკვდილ- სიცოცხლის საკითხი ნ.აბგარიანის, ა.აილისლის და გ.მოვლუდის შემოქმედებაში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9095საკვანძო სიტყვები:
მთიანი ყარაბაღის ომი, ომის შემდგომი სამყარო, მეტაფორები, სიმბოლოები, და სიკვდილ-სიცოცხლის საკითხიანოტაცია
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი არის ტერიტორიული და ეთნიკური დავა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, რომელიც ძირითადად მთიანი ყარაბაღის რეგიონის ირგვლივ ვითარდება. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სათავეს იღებს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში 1980-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში და გადაიზარდა სრულმასშტაბიან ომში რის შედეგადაც სომხურმა მხარემ კონტროლი დაამყარა მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებარე შვიდ რეგიონზე.
2020 წელს აზერბაიჯანმა 44-დღიანი ომის შემდეგ, დაიბრუნა მთელი რიგი ტერიტორიები, მათ შორის შუშა, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ქალაქია, ხოლო 2020 წლის ნოემბერში აზერბაიჯანსა და სოხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო რუსეთის შუამავლობით. შეთანხმების ფარგლებში, სომხეთმა დატოვა ზოგიერთი ოკუპირებული ტერიტორია, ხოლო მთიანი ყარაბაღის ძირითადი ნაწილი აზერბაიჯანის ხელში დარჩა, თუმცა რუსი სამშვიდობო ძალები რეგიონში განლაგდნენ. კონფლიქტმა გამოიწვია მასობრივი გადაადგილება, მსხვერპლი და ტრავმა ორივე მხარეს და მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ორივე ქვეყნის სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებზე, რომელიც ნათლად აისახა აქრამ აილისლის რომანი - „ქვის სიზმრები“, გიუნელ მოვლუდის რომანი - „ბანაკი" და ნარინე აბგარიანის მხატვრულ კრებული- „განაგრძე ცხოვრება“ სადაც გააზრებულად საუბრობენ ომზე, ომის შემდგომ პერიოდზე, საკუთარი მიწიდან, სახლიდან, შეჩვეული ყოფიდან გამოგდებულ ყველანაირი საკუთრების დამკარგავი ადამიანების ბედზე.
სამივე ავტორმა, თავიანთ ნაწარმოებებში - მჭრელი თვალით, მოწამლული ენით, მახვილი გონებით გამოიყენეს მხატვრული აზროვნების ყველაზე გამორჩეული და რთული სახეები მეტაფორები და სიმბოლოები. ნაწარმოებში, ავტორებმა მეტაფორულად, ნათლად წარმოაჩინეს - მთიანი ყარაბაღის ომის შედეგად გამოწვეული სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი“, აგრეთვე ავტორები სიმბოლური ენის მეშვეობით აღწერენ ომის შემდგომი პერიოდის ისტორიულ - კულტურულ კონტექსტის ურთიერთკვშირს და მათ შერწყმას მატერიალურ გარემოსთან, სადაც დაქცეულ შენობებს, განადგურებულ ბაღებს, დარბეულ სახლებს - ანაცვლებენ სიმბოლოები და წარმოჩენილია ადამიანების სიცოცხლის-სიკვდილის სულიერი განცდების სარკისებური ანარეკლი. ნაწარმოების პერსონაჟები ცდილობენ ახალ რეალობაში გზის გაკვალვას სადაც ხშირ შემთხვევაში სიცოცხლისა და სიკვდილის საზღვრები ხშირად ბუნდოვანია.
თითოეული მწერალი სხვადასხვა თვალთახედვიდან გვთავაზობს ადამიანური ტრაგიზმის, მორალურ და სულიერ ტკივილს, თავიანთი თვალით დანახულს და განცდილს. აქრამ აილისლის „ქვის სიზმრები“, გიუნელ მოვლუდის „ბანაკი“ და ნარინე აბგარიანის „განაგრძე ცხოვრება“ არის ნაწარმოებები, სადაც მწერლებმა შეძლეს უმძიმეს ადამიანურ მანკიერებებზე ამაღლებით საკუთარ თავში მტრობისა და სისასტიკის დამარცხება, საპირისპირო მხარის ტკივილის, ტანჯვის გასიგრძეგანება და გათავისება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ავტორების მიერ გამოყენებულ ლიტერატურულ ხერხებს, სიმბოლოებს და მეტაფორებს, რომლებიც გამოხატავენ ომის შემდგომი სამყაროს კატასტროფულ ჭეშმარიტებას. მწერლები გადმოგვცემენ თავიანთი თვალით დანახულს და განცდილს. მათი სურვილია მთელი სულისკვეთებით გადმოგვცენ ის ტკივილი და ტრავმა, რომლებიც ცვლიან ადამიანის ცხოვრებას. სამივე ავტორი საუბრობს იძულებით გადაადგილებულთა ეკონომიკურ სირთულეებსა და ფსიქოლოგიური ტრავმის გამოცდილებაზე და ხშირად ეხებიან კონფლიქტისა და ომის თემებს.