ისლამური ფაქტორი კოსოვოს კრიზისში

ავტორები

  • ლევან ტარიელაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-8113-3347

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5941

საკვანძო სიტყვები:

ბალკანეთი, კოსოვოს კრიზისი, პოლიტიკური ისლამი, ისლამური ფაქტორები

ანოტაცია

 ,,ცივი ომის’’ დასრულებამ, საფუძველი დაუდო მნიშვნე­ლოვან პოლიტიკურ პროცესებს  მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთებით კი ევროპაში, სადაც ბევრმა ქვეყანამ განიცადა ტერ­იტორიული ცვლილებები, ზოგიც კი საერთოდ ახალად ჩამ­ოყალიბდა. აღნიშნული პროცესებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, ყოფილი იუგოს­ლავიის ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენები, სადაც დეზ­ინტეგრაციული პროცესები მეორე მსოფლიო ომის შემდგომ არნახული სისასტიკითა და ტრაგედიებით განვითარდა. ექვსი რესპუბლიკის და ორი ავტონომიური პროვინციისგან (კოსოვო და ვოევოდინა - სერბეთის შემადგენლობაში) შემდგარ იუგოსლ­ავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკაში არსებული ეთნიკური, ენობრივი და რელიგიური განსხვავებების ნიადაგზე, ევროპის შუაგულში განვითარებულმა ჰუმანიტარულმა კატასტ­როფამ შეძრა მთელი ევროპა და მსოფლიო.

იუგოსლავიის ომებიდან, თავისი სისასტიკით, მასშტაბ­ურ­ო­ბითა და საერთაშორისო ჩართულობით, გამორჩეულია კოსო­ვოს მოვლენები, რომელიც „ცივი ომის“ შემდგომი მსოფლიო პოლიტიკის განსაკუთრებული და შეიძლება ითქვას ყველაზე რეზონანსული მოვლენაა, რომლის განვითარებასა და შინაარსზე მრავალი ფაქტორი ახდენდა გავლენას. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი გახლდათ ისლამური ფაქტორი, ვინაიდან კოსოვოს მოსახლეობის 90 პროცენტს შეადგენდნენ ეთნიკურად ალბანელი მუსლიმები. ისლამი ფართოდაა გავრცელებული ბალკანეთში, ამ რეგიონში ყოველთვის იყო გამორჩეულად რთული ეთნო-რელ­იგიური სურათი. კრიზისის ესკალაციამ კოსოვოში აიძულა მახ­ლობელი აღმოსავლეთის ისლამური სახელმწიფოები  გაეტარ­ებ­ინათ ფორსირებული საგარეო პოლიტიკა რეგიონში. სპარსეთის ყურის ქვეყნებმა დაიწყეს  მნიშვნელოვანი ფინანსური ნაკადების მიმართვა ბალკანეთში. ამოქმედდნენ საქველმოქმედო  ფონდები და ორგანიზაციები. ისეთი  როგორებიცაა „ალ ჰარამეინი“, „კოს­ო­ვოს და ჩეჩნეთის დახმარების კომიტეტი“, „კოსოვოს დახმა­რ­ების კომიტეტი“ და სხვა. შედეგად ისლამი ბალკანეთში გახდა სერიოზული პოლიტიკური ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდ­ენს რეგიონის თანამედროვე საერთაშორისო ურთიე­რთობებზე.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ლევან ტარიელაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორიის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი,

ბათუმის შოთა რუსთველის  სახელმწიფო უნივერსიტეტი,

საქართველო, 6010. ბათუმი, ნინოშვილის ქ. 32/35.                                                                                   

+995577177029. l.tarieladze@bsu.edu.ge

ORCID: 0000-0001-8113-3347

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-21

როგორ უნდა ციტირება

ტარიელაძე ლევან. 2022. “ისლამური ფაქტორი კოსოვოს კრიზისში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 5 (2):151-63. https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5941.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა