ქურთები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.3.2020.2750საკვანძო სიტყვები:
ახლო აღმოსავლეთი, ქურთები, ირანელი ქურთები, ქურთისტანი, ქურთული პარტიებიანოტაცია
ქურთების საკითხი ერთ-ერთ რთულ და გადაუჭრელ პრობლემად ითვლება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ქურთები რეგიონში მრავალი საუკუნეა ცხოვრობენ, მათ დღემდე არ გააჩნიათ საკუთარი სახელმწიფო. სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების მიხედვით მსოფლიოში 35-45 მილიონამდე ქურთია. რეგიონში ისინი წარმოდგენილნი არიან ოთხ სახელმწიფოში, ესენია: თურქეთი, ერაყი, სირია და ირანი.
ირანში მცხოვრები ქურთები, რომლებიც სხვა დანარჩენი ქურთების მსგავსად ავტონომიის მოთხოვნით გამოდიან, ხში-რად აწყდებიან წინააღმდეგობებს ირანის ხელისუფლების მხრიდან, რის გამოც მთავრობამ ეთნიკურ ნიადაგზე აღმოცენებული პარტიები და დაჯგუფებები საერთოდ აკრძალა ქვეყანაში. ავტონომიისა და დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით, გასულ საუკუნეში, ირანში რამდენიმე ქურთული პოლიტიკური პარტია ჩამოყალიბდა. ისინი ავტონომიის მოპოვების გარდა ირანის დემოკრატიულ, სეკულარულ და ფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაქმნას უჭერენ მხარს.
ქურთულ პოლიტიკურ პარტიებსა და დაჯგუფებებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, რადგანაც ქურთული იდენტობის შენარჩუნება მათი აქტიური პოლიტიკური და სამხედრო საქმიანობის შედეგია. ირანელი ქურთების მიერ შექმნილი პარტიები თურქეთის, სირიისა და ერაყის ქურთულ დაჯგუფებებთან ერთად აქტიურად იბრძვიან ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2020 Bukhuti Sitchinava
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .