ეგვიპტელი მამლუქების წინააღმდეგ თემურ-ლენგის ლაშქრობის შესახებ 1400-1401 წლებში

ავტორები

  • გიორგი ახალკაციშვილი ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0003-4011-0450

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5932

საკვანძო სიტყვები:

თემურ ლენგი, თემურიანთა იმპერია, ეგვიპტელი მამლუქები, ახლო აღმოსავლეთი შუა საუკუნეებში

ანოტაცია

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ძალიან მძიმე პერიოდად ითვლება XIV ს-ის ბოლო და XV საუკუნის დასაწყისი, როდ­ესაც მთელი რიგი ძლიერი ისლამური სახელმწიფოები ცდი­ლ­ობენ ჰეგემონობის მოპოვებას. ამ პერიოდში ახლო აღმოსა­ვლ­ეთს, მათ შორის ეგვიპტის მამლუქებსაც, დიდი ზარალი მია­ყ­ენა თემურ-ლენგის (1370-1405) ლაშქრობებმა.

ქართულ ისტორიოგრაფიაში არ არის დეტალურად შესწა­ვ­ლ­ილი თემურ-ლენგის მამლუქების წინააღმდეგ გალაშქრების ისტორია. ქართულად თარგმნილ ცნობებს სომეხი ისტორი­კო­სის თოვმა მეწოფეცის (1378-1446) ნაშრომში - „ისტორია თემ­ურ­ - ლე­ნ­­­­გ­ისა და მისი შთამომავლებისა“ (თოვმა მეწოფეცი, 1987) - და XVII საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ფარსადან გორ­გი­ჯან­იძის თხზულებაში - „საქართველოს ცხოვრება“ (ფარ­ს­ადან გორგ­ი­ჯანიძე, 2022) - ვხვდებით. ამ საკითხთან დაკავ­შირებით ცნო­ბ­ებს აღმოსავლური წარმოშობის - სპარსელი და არაბი - ისტ­ო­რ­იკ­ო­სების მეშვეობითაც ვიგებთ. სპარსელი ისტორი­კო­სე­ბიდან გამ­ოსარჩევია თემურის კარის ისტორიკოს ნიზამ ად-დინ შამის 1405 წლის, თემურის გარდაცვალებამდე შექმნილი, ნაშრომი  ̶  Zafar nama („გამარჯვების წიგნი“) (Nizam ad-Din Sha­mi, 1937: 230-237) და შარაფ ად-დინ ალი იეზდის (-1454) 1424 წელს გამოც­ემული Zafer-name („გამარჯვების წიგნი“) (Şerrfe­d­din Ali Yezdi, 2019). რაც შეეხება  არაბ ისტორიკოსებს: კალკა­შანდის (1355-1418), მაკრიზს (1364-1442), იბნ კადი შუჰბას (1377-1448), იბნ ჰაჯ­არ ‘ალ-ასკალანის (1372/73 – 1449), იბნ არაბშაჰის (1389-1450), ‘ალ-აინის (-1451), იბნ თაღრი ბერდის (1411-1469),  ას-სახ­ა­ვის (-1497) და იბნ იასის (-1524) ნაშრომ­ებ­შიც გვხვდება ცნობები სირ­იაში თემ­უ­რის მამლუქების წინა­აღმ­დეგ გალაშქ­რების შესახებ (A New Latin Source on Tamerlane’s Conquest of Damascus (1400/1401), 1956: 202). არაბი ისტორი­კო­სები აშკარად იცნობენ და იზიარებენ ნიზამ ად-დინ შამის და შარაფ ად-დინ ალი ‘ალ-იაზდის ცნობებს დამასკოს აღებასთან დაკავშირებით, მაგრამ სპარსელი ისტორ­იკოსებისგან განსხვ­ავებით, და საკუთარი წარმომავლობიდან გამ­ომდინარე, ისინი თემურ-ლენგს „ტირანის“ და „დედამიწის უბედურების“ სახ­ე­­ლით მოიხსენიებენ (A New Latin Source on Tamerlane’s Con­quest of Damascus (1400/1401), 1956: 203).

უფრო შევსებული და დეტალური ინფორმაცია გვხვდება დამასკოში მცხოვრები იტალიელი  ვაჭარი ბერტრანდო დე მიგ­ნანელის გადმოცემებში, რომელიც პირადად იცნობდა მამლ­უქთა სულტან ბარკუკს (სულტანი 1382–1389 და 1390-1399) და არაბულ ენაზეც კარგადც საუბრობდა (D. Donald Sidney Rich­ards; Chase F. Robinson, 2003: 258). ბერტრანდო იტალიაში დაბრ­უნების შემდეგ (1416 წ.) ლათინურად აქვეყნებს თავის ნაშრომს ̶ „თემურ-ლენ­გის ცხოვრება“ („Vita Tamerlani“). ასევე საყურა­დ­ღ­ებოა ერთ-ერთი იტა­­ლიელი ვაჭარის ემანუელ პილოტის (1371 - დაახლ. 1441) ცნ­ობა, რომლის სავაჭრო არეალი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღ­ვის რეგიონში ვრცელდებოდა. მან თითქმის ოცდაორი წელი გაა­ტარა მამლუქთა ეგვიპტეში, რა დროსაც არაერთხელ მოუწია სუ­ლ­ტან ფარაჯთან შეხვედრა და თემურის სირიაში ლაშქრობის შემ­სწრეც გახდა (E. Piloti, 1950: 119-121). ზემოთ  ჩამოთვლილი ლი­ტ­ერა­ტ­უ­რის გაცნობითა და გაანალ­ი­ზ­ე­ბით შევეც­ადეთ, რომ ინფორ­მ­აცია გადმოგვეცა თემურ-ლენგის მამლუქთა სასულ­ტნოზე გალა­შქრების ზუსტი თარ­იღის და განხორციელებული  მოვლენების  შესახებ. 

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

გიორგი ახალკაციშვილი, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,

ისტორიკოსი / თურქოლოგი.

თბილისი, 0179, ილია ჭავჭავაძის

გამზირი №1. საქართველო, +995599872431.

Georgeakhalkatsishvili@yahoo.com.

Orcid.org/ 0000-0003-4011-0450

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-21

როგორ უნდა ციტირება

ახალკაციშვილი გიორგი. 2022. “ეგვიპტელი მამლუქების წინააღმდეგ თემურ-ლენგის ლაშქრობის შესახებ 1400-1401 წლებში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 5 (2):31-54. https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5932.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები