საქართველოს ისტორიისა და ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის დიდი მკვლევარი
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8288საკვანძო სიტყვები:
ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, გიული ალასანია, ახლო აღმოსავლეთის ისტორია, საქართველოს ისტორია, სტატიების კრებული, საქართველოს უნივერსიტეტიანოტაცია
დღეს, ქართული აღმოსავლეთმცოდნეობის, კერძოდ, თურქოლოგიის, განვითარების საქმეში ბევრი მკვლევარი და მეცნიერია ჩართული. მე, ამჯერად, მაქვს პატივი, ხაზი გავუსვა ახლო აღმოსავლეთისა და საქართველოს ისტორიის შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი ისტორიის, პოლიტიკისა და ცივილიზაციის მკვლევრის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, საქართველოს უნივერსიტეტის თანადამფუძნებლისა და ერთ-ერთი პრეზიდენტის (პროფ. მანანა სანაძესთან ერთად) - პროფესორ გიული ალასანიას ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობის საკითხებს.
ქალბატონი გიული ალასანია მრავალი ათეული წელია ეწევა პედაგოგიურ-კვლევით საქმიანობას საქართველოში არსებულ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, რომელთა შორის გამოსარჩევია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი. ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობის განმავლობაში განსაკუთრებული პატივისცემა, ნდობა და სიყვარული დაიმსახურა როგორც სტუდენტების, ასევე კოლეგების მხრიდან. მან თავდაუზოგავი შრომისმოყვარეობით და სანიმუშო პროფესიონალიზმით შეძლო არაერთი მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა სამეცნიერო სფეროში. ამის დასტურია მის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების, სტატიების თუ მონოგრაფიების ვრცელი სია, რომლებიც სტუდენტებისთვის სახელმწიფო, ასევე უცხოურ, ენაზე არსებულ შეუცვლელ სახელმძღვანელოებს წარმოადგენენ. მართალია ქალბატონი გიულის ძირითადი კვლევები საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის შუა საუკუნეების ისტორიას უკავშირდება, თუმცა მისი კვლევის სამეცნიერო არეალი საკმაოდ ფართოა. იგი მუდმივად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებსა და კონგრესებში, სადაც საკუთარ გამოცდილებას უზიარებს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ კოლეგებს. იგი არის არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი საგრანტო პროექტის წევრი და ავტორი. მუდმივად არის მზად, რომ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი და პოლემიკური მოვლენების შესწავლით გაამდიდროს სამეცნიერო საზოგადოება.