პაპი პიუს II-ისა და მეჰმედ II-ის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიიდან – Epistola ad Mahomatem (1461)
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.6.2023.7356საკვანძო სიტყვები:
ოსმალეთი XV საუკუნეში, პაპი პიუს II, პაპების ურთიერთობა ოსმალეთის იმპერიასთან, სულთანი მეჰმედ II, პიუს II-ის წერილიანოტაცია
ქართული ისტორიოგრაფიისთვის უცხო არ არის პაპი პიუს II-ის (ერისკაცობაში-ენეა სილვიო პიკოლომინი, 1405-1464) ოსმალეთთან დიპლომატიური ურთიერთობების, ასევე მისი ანტიოსმალური კოალიციების შექმნისა და კონსტანტინოპოლის ქრისტიანული სამყაროსთვის დასაბრუნებლად ბრძოლის საკითხები. გვაქვს გამოკვლევები ისტორიკოსების: ი. ხუბაშვილის, მ. მახარაძის, მ. სვანიძის, დ. პაიჭაძის და ბ. კვაჭაძის ავტორობით. მაგრამ დღემდე გაუნელებელი დისკუსია მიმდინარეობს იმაზე, ნამდვილად იყო თუ არა რეალური პაპსა და სულთან მეჰმედ II-ს (1444-1446 / 1451-1481) შორის წერილობითი კონტაქტი 1461 წელს. ამასთან დაკავშირებით არსებობს მკვლევართა განსხვავებული მოსაზრებები.
პიუს II-ის, რომელიც ისტორიაში დიპლომატი პაპის სახელით არის ცნობილი, მოღვაწეობა ანტიოსმალური კოალიციების ჩამოყალიბების მცდელობით და კონსტანტინოპოლის ოსმალეთისგან დაბრუნებით გამოირჩევა. პაპის თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ წელიწადში, 1459 წელს, მან ქალაქ მანტუაში (ჩრდ. იტალია) მოიწვია ევროპელ მმართველთა კრება, სადაც ოსმალთა წინააღმდეგ ჯვაროსნულ მოძრაობას უნდა ჩაყროდა საფუძველი. პაპის ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, რადგან ასწლიანი ომისგან (1337-1453) დაუძლურებულ ევროპულ სახელმწიფოებს არ შესწევდათ ოსმალთა იმ დროს საკმაოდ ძლიერი არმიის წინააღმდეგ გაერთიანება. ვინაიდან არ შედგა პიუსის მიერ ჩაფიქრებული ანტიოსმალური ლაშქრობა და პაპს ყველანაირი იმედი გადაეწურა, ამ უკანასკნელმა დიპლომატიის სხვა ხერხს მიმართა და სულთან მეჰმედ II-სთან წერილი გაგზავნა, რომელსაც ნაშრომში განვიხილავთ.
ჩემი დაინტერესება ამ საკითხით გამოიწვია ახალი ევროპული და აღმოსავლური მასალების გაცნობამ, რომელთა გაანალიზების შემდეგ, ვფიქრობ, შევძლებ გარკვეული დასკვნების გაკეთებას 1461 წლის პაპის წერილთან დაკავშირებით.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .