ულუჩ ალი ფაშა - ტყვეობიდან ქაფუდან ფაშამდე (იტალიური და თურქული წყაროების მიხედვით)

ავტორები

  • ლევან ჯანჯღავა ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-7986-7891

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5936

საკვანძო სიტყვები:

ულუჩ ალი, ლეპანტოს ბრძოლა, ოსმალეთი XVI საუკუნეში, ზღვაოსნობა ოსმალეთში

ანოტაცია

XVI საუკუნის ოსმალეთის იმპერიაში არა მხოლოდ სახმ­ე­ლ­­ეთო ძალებს ენიჭებოდა უპირატესობა, არამედ - საზღვაოსაც. ჭაბ­უკობაში გატაცებული ყმაწვილები, რომლებიც ისლამს იღებ­დნენ და ოსმალეთის სამხედრო რიგებში ირიცხებოდნენ, მაღალ სამხედრო საზღვაო თანამდებამდეც აღწევდნენ. მათ შორის იყო, ჩვენი კვლევის ობიექტი, ულუჩ ალი, რომელმაც ძალიან საინტ­ე­რ­ესო და მძიმე გზა გაიარა იმისათვის, რომ ოსმალეთის ფლოტის უმაღლესი თანამდებობისთვის - ქაფუდანობისთვის - მიეღწია.

ქართულ ისტორიოგრაფიაში დაწვრილებით შესწავლილი არ არის ულუჩ ალის, როგორც გამორჩეული ოსმალო მეზღვ­აუ­რის ცხოვრების ისტორია. ამ ნაშრომზე მუშაობისას, ჩვენ, შეძ­ლ­ე­ბ­ისდაგვარად, ვითვალისწინებდით დასავლურ და აღმოსავლურ ისტორიოგრაფიაში დასახელებულ პიროვნებაზე არსებულ წყა­რ­ოებს. დასავლური ლიტერატურიდან ვიხელმძღვანელეთ იტა­ლ­ი­­ელი ისტორიკოსების მიერ გამოკვლეული XVI საუკუნიდან მოყ­ოლებული იტალიური წყაროები, რომელთა გამოყენებაც ამ სტატიას შინაარსობრივად ამყარებს. ასევე, ყურადღება გავა­მა­ხ­ვილეთ ვალენტინა ძეკას, ვიტო ტეტის, ჯინო ბენძონის, გუსტავო ვალენტე (რომელსაც ეკუთვნის ულუჩ ალიზე დაწერილი ერთ­ადერთი ბიოგრაფიული ნაშრომი) და ჯონ უოლფი. რაც შეეხება აღმოსავლურ ლიტერატურას, ჩვენ გავეცანით იდრის ბოსთანის, ისმაილ ჰაქი უზუნჩარშილის და იოჰან ვილჰელმ ცინკეისენის ნაშრომებს.

აღსანიშნავია, რომ, იტალიური წყაროები უმეტესწილად ეყრდნობიან როგორც XIX და XX საუკუნის წყაროებს, ასევე ულუჩ ალის თანამედროვეთა გადმოცემებს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ თურქულ წყაროებზეც. ყველაზე დიდი შრომა მოითხოვა ამ წყაროების შედარებამ და სინთეზმა, რაც ხშირ შემთხვევაში ერთი კონკრეტული მოვლენის დადგენას გვირთულებდა. ამ ყვე­ლაფრის მიზეზი იყო ის, რომ წყაროებში აღწერილი მოვ­ლენები ხშირად არ ემთხვეოდნენ ერთმანეთს. აქვე, გამოვიტანეთ დასკ­ვნა, რომ ჩვენ ვერ ვანიჭებთ უპორატესობას რომელიმე მათგანს.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ლევან ჯანჯღავა, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორიის მაგისტრი, 

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის დეპარტამენტი,

ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, 0179,

საქართველო, +995555155870,

 levan.janjghava526@hum.tsu.edu.ge,

https://orcid.org/0000-0002-7986-7891                                                                                     

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-12-21

როგორ უნდა ციტირება

ჯანჯღავა ლევან. 2022. “ულუჩ ალი ფაშა - ტყვეობიდან ქაფუდან ფაშამდე (იტალიური და თურქული წყაროების მიხედვით)”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 5 (2):125-38. https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5936.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა