ალი ხამენეის პოლიტიკური პორტრეტი
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.5.2022.4072საკვანძო სიტყვები:
ირანი, რაჰბარი, ლიდერი, ხამანეი, კონსტიტუცია, პოლიტიკაანოტაცია
ირანის სულიერი ლიდერი ამ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა. ის არა მარტო სულიერი, არამედ პოლიტიკური ლიდერიცაა. მის ხელში საკმაოდ დიდი ძალაუფლებაა თავმოყრილი, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციითაა გამყარებული.
საკმაოდ საინტერესოა ირანის ისლამური რესპუბლიკის ამჟამინდელი ლიდერი ალი ხამენეი. გამორჩეულია მისი პოლიტიკური საქმიანობაც. აქედან გამომდინარე, ის ყურადღებას იპყრობს, არა მხოლოდ სულიერი, არამედ, როგორც პოლიტიკური ლიდერისა. აღსანიშნავია, რომ ალი ხამენეი სანამ ირანის რაჰბარი (სულიერი ლიდერი) გახდებოდა, რვა წლის განმავლობაში ქვეყნის პრეზიდენტი იყო და ირანის პირველ სულიერ ლიდერ აიათოლა რუჰოლა ხომეინისთან ერთად განაგებდა ქვეყანას.
ალი ხამენეი საკმაოდ აქტიურად ერევა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც მისი ლეგიტიმური უფლებაა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2015 წელს, ირანისთვის სანქციების მოხსნის საკითხში, ქვეყნის მაშინდელ პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან ერთად. ის აქტიურადაა ჩართული იმ მოლაპარაკებებში, რომელიც მიმდინარეობს ირანის სანქციებთან დაკავშირებით.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .