ყურის ქვეყნები საუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკაში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.48614/hos.4.2021.37-59

საკვანძო სიტყვები:

ყურის ქვეყნები, საუდის არაბეთი

ანოტაცია

საუდის არაბეთი, როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონის, ასევე ყურის ქვეყნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. საუდის არაბეთი ცდილობს ყურის ქვეყნებში ლიდერის როლი შეასრულოს.  თავის მხრივ ყურის ქვეყნები ცდილობენ და ზოგი მათგანი ახერხებენ კიდეც, რომ მათზე საუდის არაბეთის გავლენა შეასუსტონ, რაც არც თუ ისე პოზიტიურად აისახება საუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკაზე არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არამედ რეგიონს გარეთაც. ხშირად საუდის არაბეთი ცდილბს  ყურის ქვეყნების საგარეო პოლ­ი­ტიკური ვექტორი შეცვალოს თავის სასარგებლოდ და ასევე გარკვეული ცვლილებები შეიტანოს მათ დამოკიდებულებაში, როგორც საკუთრივ საუდის არაბეთთან, ისე ერთმანეთთან მიმართებაში. მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ყურის ქვეყნები ცდილობენ საუდის არაბეთისგან დამოუკიდებლად იმოქმედოს, არ მოექცეს  მისი გავლენის ქვეშ (კატარი, ქუვეითი) და დამოუ­კიდებლად დაგეგმონ თავისი საგარეო პოლიტიკა.

ყურის ზოგიერთი ქვეყნის ეს მცდელობა ხშირ შემთხვევაში მათთვის შედეგიანად მთავრდება. ხშირად ისინი თვითონაც ახდენენ გარკვეულ გავლენას საუდის არაბეთის საგარეო პოლი­ტიკურ კურსზეც.

ეს უკანასკნელი სხვადასხვა მეთოდებთან ერთად ყურის ქვეყნებზე გავლენის მოსაპოვებლად ცდილობს გამოიყენოს „ყუ­რის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო“, რის მეშვეობითაც ხში­რად კიდეც აღწევს მისთვის სასურველ შედეგს. იმავე ორგა­ნიზაციას იყენებენ ასევე ყურის ქვეყნებიც საუდის არაბეთის პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენადაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო“ ერთ-ერთი ქმედითუნარიან ორგანიზაციადაა მიჩნეული.

ყურის ქვეყნებისგან საუდის არაბეთს პრობლემები ყველაზე მეტად აქვს ირანთან. მათი პრობლემური ურთიერთობები ყოვე­ლთვის თავს სხვა ქვეყნაში იჩენს ხოლმე. ირანი არაა „ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს“ წევრი და აქედან გამომ­დინარე, საუდის არაბეთი ამ ორგანიზაციას ვერ იყენებს ირანზე გავლენის მოსახდენად.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

მაია კაპანაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ელ.ფოსტა : maia.kapanadze@ciu.edu.ge

საკონტაქტო ნომერი : 558766887

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-10-05

როგორ უნდა ციტირება

კაპანაძე მაია. 2021. “ყურის ქვეყნები საუდის არაბეთის საგარეო პოლიტიკაში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 4 (October):37-59. https://doi.org/10.48614/hos.4.2021.37-59.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები