თურქეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
DOI:
https://doi.org/10.48614/hos.4.2021.142-154საკვანძო სიტყვები:
თურქეთი, ევროკავშირიანოტაცია
XX საუკუნის 20-იან წლებში თურქეთში დაწყებულმა მოვლენებმა, კერძოდ ქემალ ათათურქის გაპრეზიდენტებამ და მის მიერ თურქეთის რესპუბლიკის შექმნამ და თურქი ერის ახალ ევროპულ ვექტორზე გადაყვანამ საფუძველი ჩაუყარა თურქეთ-ევროპის შემდგომი ურთიერთობის გაღრმავებას. თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში არსებულ, თურქეთ ევროპის თანამეგობრობასთან ურთიერთობით იწყება; რომლის წევრობაზეც თურქეთმა განაცხადი ჯერ კიდევ 1987 წელს შეიტანა. ევროკავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიზნით თურქეთმა 1990-იან და 2000-იან წლებში არაერთი რეფორმა გაატარა, რამაც შედეგიც გამოიღო და 1995 წლის მიწურულს თურქეთი გახდა ევროპის საბაჟო კავშირის წევრი. მიუხედავად ამისა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას იმთავითვე დიდი წინააღმდეგობები შეხვდა, საუკუნის მიწურულს, ჩტარებულმა ლუქსემბურგის, კარდიფის და ჰელსიკნკის სამიტებმა, რომელზეც განიხილებოდა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება შედეგი ვერ გამოიღო, რაც გახდა კიდეც თურქეთის უკმაყოფილების მიზეზი.
2002 წლის შემდეგ, ხელისუფლებაში სამართლიანობისა და აღმავლობის პარტია მოვიდა. რომელიც ამ პერიოდში თურქეთის ევროკავშირში ინტეგრაციას საკუთარ პოლიტიკურ პრიორიტეტად აცხადებდა და ამგვარად, აქტიურად გააგრძელა რეფორმის პოლიტიკა, რომელიც მოიცავდა ფართო მასშტაბიან საკონსტიტუციო და ზოგად საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის საშუალებითაც თურქეთი უნდა გამხდარი იყო ევრო კავშირის წევრი.
თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, რიგი დამაბრკოლებელი საშინაო თუ საგარეო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხები უშლიდა ხელს. მაგალითად, ისეთები როგორიც იყო, საბერძნეთის პოზიცია და კვიპროსის საკითხი, თურქეთის ეკონომიკური არასტაბილურობა, ადამიანის უფლებების დაცვა, ასევერიგი ევროპის ქვეყნები, რომლებიც, გარდა იმისა, რომ უფრთხოდნენ თურქეთის სიდიდის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის შემთხვევაში მისი როლის მნიშვნელოვან ზრდას შიდაევროპულ საქმეებში, ასევე თვლიდნენ, რომ თურქეთი, რელიგიური, კულტურული თუ სხვა ფაქტორების გამო განსხვავდებოდა ევროკავშირის გქვეყნებისაგან. ამდენად თურქეთის მრავალწლიანი მცდელობა ევროკავშირში გაწევრიანებისა ზემოთაღნიშნულმა ფაქტორებმა შეაფერხა.
საბოლოოდ 2016 წლის 15 ივლისის შემდეგ დაწყებული რეპრესიების და თურქეთის ავტორიტარულ საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლისას, ევროკავშირმა თურქეთს ფინანსური დახმარება შეუწყვიტა, ხოლო 2019 წლის მარტში ევროპარლამენტმა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების შეჩერებას დაუჭირა მხარი. მიუხედავად დღეს არსებული ურთიერთობისა,სადაც აშკარად ჩანს, რომ თურქეთის სწრაფვა ევროკვშირში გაწევრიანებაზე შფერხეფულია, ვფიქრობთ ამ ორ სუბიექტს შორის მჭიდრო კავშირები მაინც შენარჩუნდება, რაც როგორც თურქეთისთვის ისე ევროპის ქვეყნებისათვის მეტად ხელსაყრელი იქნება.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .