თურქეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.48614/hos.4.2021.142-154

საკვანძო სიტყვები:

თურქეთი, ევროკავშირი

ანოტაცია

XX საუკუნის 20-იან წლებში თურქეთში დაწყებულმა მოვლენებმა, კერძოდ ქემალ ათათურქის გაპრეზიდენტებამ და მის მიერ თურქეთის რესპუბლიკის შექმნამ და თურქი ერის ახალ ევროპულ ვექტორზე გადაყვანამ საფუძველი ჩაუყარა თურქეთ-ევროპის შემდგომი ურთიერთობის გაღრმავებას. თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში არსებულ, თურქეთ ევროპის თანამეგობრობასთან ურთიერ­თობით იწყება; რომლის წევრობაზეც თურქეთმა განაცხადი ჯერ კიდევ 1987 წელს შეიტანა. ევრო­კავშირში გაწევრიანებისათვის საჭირო კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიზნით თურქ­ეთმა 1990-იან და 2000-იან წლებში არაერთი რეფორმა გაატარა, რამაც შედეგიც გამოიღო და 1995 წლის მიწურულს თურქეთი გახდა ევროპის საბაჟო კავშირის წევრი.  მიუხედავად ამისა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას იმთავითვე დიდი წინაა­ღმდ­ეგობები შეხვდა, საუკუნის მიწურულს, ჩტარებულმა ლუქსემბ­ურგის, კარდიფის და ჰელსიკნკის სამიტებმა, რომელზეც განიხილებოდა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება შედეგი ვერ გამოიღო, რაც გახდა კიდეც თუ­რ­ქე­­თის უკმაყოფილების მიზეზი.

2002 წლის შემდეგ,  ხელისუფლებაში სამართლიანობისა და აღმავლობის პარტია მოვიდა.  რომელიც ამ პერიოდში თურქ­ეთის ევროკავშირში ინტეგრაციას საკუთარ პოლიტიკურ   პრიო­რიტეტად აცხადებდა და ამგვარად, აქტიურად გააგრძელა რეფორმის პოლიტიკა, რომელიც მოიცავდა ფართო მასშტაბიან  საკონსტიტუციო და ზოგად საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ­ლის საშუალებითაც თურქეთი უნდა გამხდარი იყო  ევრო ­კ­ავშირის წევრი.

თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებას, რიგი დამაბრკ­ოლ­ებელი საშინაო თუ საგარეო, პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხები უშლიდა ხელს. მაგალითად, ისეთები როგორიც იყო, საბერძნეთის პოზიცია და კვიპროსის საკითხი, თურქეთის ეკონომიკური არასტაბილურობა, ადამიანის უფლებების დაცვა, ასევერიგი ევროპის ქვეყნები, რომლებიც, გარდა იმისა, რომ უფრთხოდნენ თურქეთის სიდიდის ქვეყნის  ევროკავშირში ინტეგრაციის შემთხვევაში მისი როლის მნიშვნელოვან ზრდას შიდაევროპულ საქმეებში, ასევე თვლიდნენ, რომ თურქეთი, რელიგიური, კულ­ტურული თუ სხვა ფაქტორების გამო განსხ­ვავ­დებოდა ევროკავშირის გქვეყნებისაგან.  ამდენად თურქეთის მრავალწლიანი მცდელობა ევროკავშირში გაწევრიანებისა ზემო­თაღნიშნულმა ფაქტორებმა შეაფერხა.

საბოლოოდ 2016 წლის 15 ივლისის შემდეგ დაწყებული რეპრესიების და თურქეთის ავტორიტარულ საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლისას, ევროკავშირმა  თურქეთს ფინანსური დახმარება შეუწყვიტა, ხოლო 2019 წლის მარტში ევრო­პარლ­ამენტმა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავში­რებული მოლა­პარაკებების შეჩერებას დაუჭირა მხარი. მიუხე­დავად დღეს არსებული ურთი­ერთობისა,სადაც აშკარად ჩანს, რომ თურქეთის სწრაფვა ევროკვშირში გაწევრი­ანებაზე შფერხ­ეფულია, ვფიქრობთ ამ ორ სუბიექტს შორის მჭიდრო კავშირები მაინც შენარჩუნდება, რაც როგორც თურქეთისთვის ისე ევროპის ქვეყნებისათვის მეტად ხელსაყრელი იქნება.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ზაზა ბერიძე

 

ისტორიის აკადემიური დოქტორი

ელ. ფოსტა : zazaberidze@bsu.edu.ge

საკონტაქტო ნომერი : 591985810

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-10-05

როგორ უნდა ციტირება

ბერიძე ზაზა. 2021. “თურქეთი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 4 (October):142-54. https://doi.org/10.48614/hos.4.2021.142-154.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა