თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი და მისი მნიშვნელობა საქართველოსთვის
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5931საკვანძო სიტყვები:
თურქეთი, ევროკავშირი, „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“, საქართველოანოტაცია
ევროკავშირი ევროპის სახელმწიფოების ეკონომიკური გაერთიანებაა. ამ კავშირის წევრ ქვეყნებს მსგავსი ფასეულობები და დემოკრატიული ნორმების მაღალი სტანდარტები გააჩნიათ.
თურქეთის რესპუბლიკა ერთადერთი ქვეყანაა მუსლიმური სამყაროდან, რომელმაც ღიად დააფიქსირა ევროკავშირთან ურთიერთობების სურვილი და 1959 წელს ოფიციალური განაცხადიც გააკეთა წევრობაზე.
ევროკავშირის წესდება არ ზღუდავს არცერთ ქვეყანას, გახდეს ამ გაერთიანების წევრი, თუ ეს სახელმწიფო იზიარებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ფასეულობებს და აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რასაც „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“ მოიცავს.
ვინაიდან თურქეთის რესპუბლიკას უკვე რამდენიმე ათეული წელია უწევს დალოდება ევროკავშირის გადაწყვეტილებისათვის, თურქეთის მხრიდან გაწევრიანებაზე პასუხის დაყოვნება ხშირად აღიქმება როგორც პოლიტიკური უარი და მიზეზად არაერთი საკითხი სახელდება, მაშ შორის რელიგიური განსხვავება. მაგრამ, უნდა ითქვას, რომ სულ სხვაა ის საკითხები, რომლებიც რეალურად უშლის ხელს თურქეთს გაწევრიანდეს ევროკავშირში. ესენია: მოსახლეობის რაოდენობა, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და ადამიანის უფლებები.
თურქეთის ევოკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობები საკმაოდ დაბალია, მაგრამ თუ ეს გამოწვევა მიიღო ევროკავშირმა და თურქეთი გახდა წევრი სახელმწიფო, ეს მხოლოდ დადებით გავლენას იქონიებს ამ ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე.
მეზობელი სახელმწიფოს ესოდენ დიდი წინგადადგმული ნაბიჭი კი ავტომატურ რეჟიმში პოზიტიური გავლენის მქონე იქნება საქართველოსთვის: საქართველო უშუალოდ გაუმეზობლდება ევროკავშირს. ეს ფაქტი იქნება იმედის მომცემი და მკვეთრი ბიძგი ახალგაზრდა ქართული სახელმწიფოსათვის მყარად იაროს განვითარების გზაზე და რეალურად გაატაროს დაწყებული რეფორმები.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .