თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და ფინეთ-შვედეთის გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.5.2022.5934საკვანძო სიტყვები:
თურქეთი, ნატო, ომი, უსაფრთხოება, ქვეყნები, ფინეთი, შვედეთიანოტაცია
თურქეთი ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ნატოს ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს მის ყველა მისიაში. რუსეთ-უკრაინის ომმა ნატოს დღის წესრიგში მკაფიოდ დააყენა უსაფრთხოების უფრო მეტად გაძლიერებისათვის სათანადო ზომების მიღება. ამ მიმდინარე ომის პირობებში დაისვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების საკითხი. ორმა ქვეყანამ, ფინეთმა და შვედეთმა, რომლებიც აქამდე სამხედრო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ, ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. ამისი წინააღმდეგი იყო თურქეთი.
ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ თურქეთის პრეზიდენტი არგუმენტად იყენებდა იმას, რომ ამ ქვეყნებს ბრალს ტერორიზმის ხელის შეწყობაში სდებდა. მაგრამ თურქეთმა პოზიცია მალე შეცვალა, ფინეთის და შვედეთის ნატოს წევრობას მხარდაჭერა გამოუცხადა და ამ ქვეყნებთან ხელშეკრულებაც კი გააფორმა.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .