ჩერქეზეთში რუსეთის იმპერიის სტრატეგიული მიზნების განხორციელება

ავტორები

  • მარიამ გურეშიძე ილიას უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9081

საკვანძო სიტყვები:

ჩრდილო კავკასია, ჩერქეზეთი, რუსეთის იმპერია, გადასახლება

ანოტაცია

XIX საუკუნის განმავლობაში რუსეთის კოლონიური ექს­პანსიის თემაზე ალბათ ყველაზე მეტი პუბლიკაცია კავკასიას და მის დაპყრობას ეძღვნება. ომის შესახებ წერდნენ მისი თანა­მე­დროვენი, მონაწილენი, ჟურნალისტები, სამხედრო საქმის სპეცი­ალისტები, მწერლები, ისტორიკოსები და სხვა. პრობლემას დღე­მდე არ დაუკარგავს აქტუალობა და მისი კვლევა ახლაც ინტე­ნსიურად წარმოებს (კავკასიის ისტორია, 2023:93).   

ვ. ლაპინის თვალსაზრისით, ომი კავკასიის დაპყრო­ბის­თვის პეტრე პირველის კასპიისპირეთში ლაშქრობის დროიდან დაიწყო და 150 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. რუსი სამხედრო ისტორიკოსის, გენერალ - მაიორ რ. ფადეევის თანახმად, ომი 1801 წელს დაიწყო, როდესაც რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა და აღმოსავლეთ საქართველო მიიერთა. ამით სათავე დაედო კავკასიის სხვა ტერიტორიების დაპყრობას და იმპერიის საზღვრების გაფართოებას. რევოლუციამდელი რუსი პუბლ­იცი­სტი, პოლკოვნიკი დ. რომანოვსკი, ასევე, საბჭოთა და თანამედ­როვე რუსი ისტორიკოსების ნაწილი (ი. გორდინი, მ. ბლიევი, ვ. დეგოევი, ნ. სლადკოვა და სხვ.) მიიჩნევს, რომ კავკასიური ომი 1817-1864 წლებში ა. ერმოლოვის მიერ გროზნოს ციხესიმაგრის დაარსებიდან ჩერქეზთა ორგანიზებული წინააღმდეგობის შეწყ­ვე­ტამდე წარმოებდა. ეს თარიღი მეტ-ნაკლებად გასააზრებელია, რადგან საბრძოლო ოპერაციების პროცესი ჩრდილო კავკასიაში უმთავრესად ამ პერიოდით იფარგლება, რასაც შედეგად კავკ­ასიის რუსეთის იმპერიაში ინკორპორაცია მოჰყვა (კავკასიის ისტორია, 2023:93-94). სტატიაში ყურადღებას  ჩერქეზეთზე შევა­ჩერებთ.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-06-03

როგორ უნდა ციტირება

გურეშიძე მარიამ. 2025. “ჩერქეზეთში რუსეთის იმპერიის სტრატეგიული მიზნების განხორციელება”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (1):72-84; 85. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9081.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.