თურქეთ-აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობები და საქართველო
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.1.2018.2809საკვანძო სიტყვები:
თურქეთ-აზერბაიჯანი და საქართველოანოტაცია
XX საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე, ოფიციალური ანკარა ახორციელებს საკმაოდ პრაგმატულ და სტაბილურ პოლიტიკას სამხრეთ კავკასიაში. თურქეთის მთავარი დასაყრდენი კი რეგიონში აზერბაიჯანია. ეს აიხსნება, ორი ქვეყნის კულტურული და ლინგვისტური სიახლოვით, თუმცა ეთნოკავშირი როდი არის მჭიდრო ურთიერთობის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი. თურქეთ - აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა სწორედაც უფრო პრაგმატული, პოლიტიკური და ეკონომიკური მიზნებით არის განპირობებული, რასაც რაღათქმაუნდა აღრმავებს ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური ფაქტორი. თუმცა ჩვენ ყურადღებას სწორედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიზეზებზე და მიზნებზე გავამახვილებთ, რამდენად მჭიდრო და პერსპექტიულია თურქეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობა და რა განაპირობებს შიიტური აზერბაიჯანისა და სუნიტური თურქეთის კავშირს.