არჟანგების მხატვართა დინასტია და თბილისი
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8278საკვანძო სიტყვები:
თბილისი, თავრიზი, თბილისის სამხატვრო სასწავლებელი, სეიდ ებრაჰიმ აყა მირი, სეიდ ჰოსეინი, სეიდ აბასიანოტაცია
XIX საუკუნის მეორე ნახევარში ირანელი, განსაკუთრებით კი თავრიზელი (ირანის აზერბაიჯანი) მხატვრებისთვის თბილისი იყო უახლოესი ქალაქი, სადაც შეიძლებოდა ევროპული აკადემიური მხატვრობის პრინციპების, მეთოდებისა და ტექნიკის გაცნობა და დაუფლება. ამ დროს თბილისში ფუნქციონირებდა არაერთი სამხატვრო საზოგადოება და კერძო თუ სახელმწიფო სამხატვრო სკოლა. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისში სამხატვრო განათლება მიიღო თავრიზელი არჟანგების დინასტიის რამდენიმე თაობამ, რომლებიც თანამედროვე ირანული მხატვრობის გამორჩეულ სახეებად ითვლებიან: სეიდ ებრაჰიმ აყა მირმა და მისმა ვაჟებმა სეიდ ჰოსეინმა და სეიდ აბასმა.