თბილისელი სომეხი თვითნასწავლი მხატვრები და კ. გრიგორიანცის უცნობი ტილო

ავტორები

  • ქეთევან ოთარაშვილი საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9101

საკვანძო სიტყვები:

კ. გრიგორიანცი, „თამარ მეფე და შოთა რუსთაველი“, „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“, ვ. ელიბეკიანი, ვ. ხოჯაბეკოვი.

ანოტაცია

საქართველოში სომხურ მხატვრობას დიდი ხნის ისტორია აქვს. XVII ს-დან თბილისში არსებობდნენ სომეხ მხატვართა საგვარეულოები, რომელთა შორის უძველესია ჰოვნათანიანების ოჯახი. XX საუკუნის დასაწყისში თბილისში უკვე მოღვაწეობდა სომეხ მხატვარ ქალთა ჯგუფი. თბილისის სომხური სამხატვრო სკოლის ჩამოყალიბებაში განუზომელი წვლილი შეიტანეს როგ­ორც რუსეთსა და ევროპაში განსწავლულმა პროფესიონალებმა, ასევე თვითნასწავლმა დიდოსტატებმა ვ. ხოჯაბეკოვმა, კ. გრი­გო­რიანცმა, ვ. ელიბეკიანმა.

კ. გრიგორიანცი, ფიროსმანის თანამედროვე პრიმი­ტივ­ი­სტი თვითნასწავლი მხატვარი, სახასიათო ქართული ფერწე­რით ქმნიდა პორტრეტებსა და ნატურმორტებს, აკეთებდა აბრ­ებს, ხა­ტ­ავდა დუქნებსა და სამიკიტნოებს. სერგო კლდიაშვილის გად­მოცემით, კ. გრიგორიანცი 12 წიგნის ავტორიც ყოფილა. ჩვენ­ამდე კი შემორჩა „ძველი თბილისის იშვიათი ამბები“, რომე­ლიც 2011 წელს გამოიცა და მასში შეტანილია იმ დროისთვის ცნო­ბ­ილი ორმოცივე ნახატი. მათ შორის არ არის კ. გრიგო­რი­ან­ცის აქამდე უცნობი „თამარ მეფე და შოთა რუსთაველი“, რომე­ლიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 2022 წ. შეიძინა კერძო პირისგან. თვითნასწავლი მხატვარი, ვ. ხოჯა­ბე­გოვი, ძირითადად, ხატავდა ჟანრულ სცენებს. ძალიან საინტ­ერესოა „ნეფის ცეკვა მშობლების საფლავზე“. ასეთი ტრად­იციაც ყოფილა, ყარაჩოღელი ნეფე მიდიოდა თავის მამის საფ­ლავზე და ზურნაზე ცეკვით გამოსთხოვდა დალოცვას. ეს ტრა­დ­იცია მხო­ლოდ ვანო ხოჯაბეგოვის ნახატზეა შემორჩენილი. გრი­გორია­ნცის, ხოჯაბეგოვისა და ელიბეკიანის სურათებზე აღბ­ე­ჭდილი ძველი თბილისი აცოცხლებს მე-19 საუკუნის მიწუ­რუ­ლისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისის თვით­მყ­ო­ფად სახეს, ქალ­ა­ქურ ტრადიციებს, თბილისელთა სამოსსა და ქალ­ა­ქურ გასა­რ­თ­ო­ბებს. თბილისელი თვითნასწავლი სომეხი მხატვ­რების ნაივ­ური ნამუშევრები თბილისური ცხოვრების ერთგვარი მატია­ნეებია.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-06-03

როგორ უნდა ციტირება

ოთარაშვილი ქეთევან. 2025. “თბილისელი სომეხი თვითნასწავლი მხატვრები და კ. გრიგორიანცის უცნობი ტილო”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (1):605-19. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9101.

გამოცემა

სექცია

კულტურა, ფილოსოფია, სოციოლოგია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.