სეიდაბადში ნაპოვნი ჰიჯრის I საუკუნით დათარიღებული მანძილის აღმნიშვნელი ქვის წარწერა
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.6.2023.7362საკვანძო სიტყვები:
პროფ. ც. კახიანი, თბილისი, მილის ქვა, არაბულენოვანი წარწერებიანოტაცია
წინამდებარე ნაშრომის ამოცანა არის სეიდაბადში ნაპოვნი ჰიჯრის I საუკუნის მანძილის აღმნიშვნელი ქვის წარწერის კვლევა, რომელიც პროფ. ც. კახიანის არქივში არსებულ მასალასა და ახლო აღმოსავლეთში აღმოჩენილ მილის ქვების ანალიზს ეფუძნება.
აღსანიშნავია, რომ ეს ძეგლი საქართველოს არაბულენოვან წარწერათაგან ერთ-ერთი უძველესია. მის შესახებ პროფ. ც.
კახიანის არქივში რამდენიმე ჩანაწერია.
როგორც ცნობილია, მილის ქვების აღმართვა და გზების მშენებლობა დაკავშირებული იყო ფოსტის ორგანიზებულ დაგეგმარებასთან, რაც ემსახურებოდა სახალიფოს მმართველობის ინტერესებს.
ვ. კრაჩკოვსკაიას მიხედვით, თბილისში ნაპოვნი მანძილის აღმნიშვნელი ქვის წარწერა ხელწერისა და შინაარსიის მიხედვით შესაძლებელია დათარიღდეს 100/718-719 წ., შეიძლება პირველი საუკუნის ოთხმოციანი წლებითაც და ის უთუოდ არის
ერთ-ერთი ყველაზე ძველი სამხრეთ კავკასიაში ჩვენამდე მოღწეულ არაბულენოვან წარწერებს შორის.
ხსენებულ პერიოდში თბილისის მიმდებარედ მანძილის ქვის აღმოჩენა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ ქართლის დედაქალაქი ჩართული იყო სახალიფოს სავაჭრო ქსელში და მდებარეობდა მნიშვნელოვან მაგისტრალზე.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .