საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამანიანთა პერიოდის დირჰამები გრაფიტით

ავტორები

  • ევგენი ჭანიშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0003-8433-3303

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8302

საკვანძო სიტყვები:

გრატიფი, დირჰამი, კავკასია, ვაჭრობა

ანოტაცია

გრაფიტი, როგორც სოციო-კულტურული გამოხატულების ფორმა უხსოვარი დროიდან არსებობდა. მისი ძალიან ბევრი ნიმ­უში ჯერ კიდევ ძველი საბერძნეთიდან და განსაკუთრებით ძვე­ლი რომის იმპერიის პერიოდის ნიმუშებიდან შემოგვრჩა.[1] გრა­ფ­იტის გამოყენების პრაქტიკა არამხოლოდ კედლებზე შესრულ­ებულ მხატვრობას თუ მინაწერებს ან მინაკაწრებს წარმოა­დგ­ენდა, არამედ ვრცელდებოდა ისეთი მცირე ზომის თუმცა საყოვ­ელთაო ნივთებზე, როგორიც არის მონეტა. ფული წარმოადგენს ნებისმიერი სახელმწიფოს ისეთ საზოგადო სიმბოლიკას (განსაკ­ურთრებით წვრილი ნომინალის ფული), რომელიც ხელმის­აწ­ვდომი და განკუთვნილი იყო ნებისმიერი სოციალური ფენის­ათვის.

საქართველოს ისტორიაშიც, ფულს ყოველთვის გააჩნდა მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა და გამოიყენებოდა არა­მხოლოდ ანგარიშსწორებისთვის განკუთვნილი ფორმით, არ­ა­მედ შემდგომში იძენდა განსხვავებულ ფუნქციებსაც და ატარ­ებდა, როგორც ეთნოგრაფიულ, ისე პროპაგანდისტულ, თუ კულ­ტურულ დატვირთვას. ძალიან ხშირად მაღალი ხარისხის ვერცხლის დაბალი ნომინალის მონეტები გამოიყენებოდა, როგ­ორც სამოსის დეკორაციის ნაწილი ან სამოსის კონკრეტული ფუნ­ქციის მატარებელი.[2]

 

[1] აღსანიშნავია ახ. წ. 79 წელს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად ფერფლით დაფარული ქალაქი პომპეი.

[2] ძალიან ხშირად მონეტა, სტანდარტული მრგვალი ფორმის გამოიყენებოდა როგორც სამოსის შესაკრავი ღილი.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ევგენი ჭანიშვილი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქ. თბილისი.
ი.ჭავჭავაძის გამზირი N1, 0179, საქართველო.
+995598659992. Evgeni1997.chanishvili@gmail.com
ORCID: 0009-0003-8433-3303

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-06

როგორ უნდა ციტირება

ჭანიშვილი ევგენი. 2024. “საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამანიანთა პერიოდის დირჰამები გრაფიტით”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7 (2):560-68. https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8302.

გამოცემა

სექცია

არქეოლოგია, ეთნოლოგია, ნუმიზმატიკა