ცენტრალური აზიისა და კავკასიის თურქების შესახებ არაბული გეოგრაფიული ლიტერატურის ადრეული ინფორმაციის სანდოობის საკითხვისათვის
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.5.2022.4065საკვანძო სიტყვები:
იბნ ალ-ფაქიჰი, ალ-ჯაჰიზი, თურქები, შუა აზია, ხაზარები, კავკასია, თურქების შუა საუკუნეების ქალაქები, თურქების ისლამიზაციაანოტაცია
ყველაზე მნიშვნელოვანი წერილობითი წყაროები თურქული მოდგმის ხალხებისა და ტომების ისტორიის შესახებ წინაისლამურ პერიოდში არსებობს შუა საუკუნეების არაბული გეოგრაფიისა და ისტორიოგრაფიის ჩანაწერები. ქრონოლოგიურად და აზრობრივად ეს ინფორმაცია პირობითად შეიძლება დაიყოს ორ მთავარ ბლოკად. პირველი ბლოკი - სასტიკი სამხედრო დაპირისპირების ეპოქის ამბები, მეორე კი - თურქი გვარდიისა და თურქი თავადაზნაურობის ხალიფატის მუსულმანურ საზოგადოებაში ინტეგრაციის ამბები და მუსლიმური სამყაროს საზღვრებზე თურქების თანდათანობითი ისლამიზაციის პროცესი.
სტატიაში აღწერილია არაბული გეოგრაფიული ლიტერატურის პირველ ნაშრომებში შუა აზიისა და კავკასიის თურქების შესახებ ადრეული ინფორმაციის მოპოვების წყაროები და ისტორიული პირობები. ხაზი ესმება ამ ინფორმაციის მნიშვნელობას მომთაბარე თურქთა საზღვარზე ხალიფატის მთავრობის პოლიტიკური ამოცანების გადაჭრას.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .