Silk Road in the aftermath of Arab conquest: Trade routes traversing Azerbaijan
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7794საკვანძო სიტყვები:
არაბები, არანი, აზერბაიჯანი, ხაზარი თურ¬ქები, სკანდინავიელი ვაჭრები აღმოსავლ¬ეთში, აბრეშუმის გზაანოტაცია
წინამდებარე სტატიაში შეჯამებულია სამხრეთ კავკასიისთვის ომებში ბრძოლის შედეგები ხაზარ თურქებსა და მუსლიმ არაბებს შორის. ასზე მეტი წლის მუდმივმა სამხედრო დაპირისპირებამ დაასტაბილურა საზღვრები დიდი კავკასიონის ქედის გასწვრივ, რასაც შედეგად მოჰყვა პარტნიორობის განვითარება აბრეშუმის გზებზე ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობის სფეროში. კასპიის ზღვის ჩრდილოეთ მიწებზე მდებარე ხაზართა სახაკანოს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მომთაბარე ევრაზიის სტეპებისა და ჩრდილოეთის სხვადასხვა ხალხებით, კერძოდ, ფინო-უგრული და სლავური ტომებით დასახლებული მიწების ურთიერთკვეთის ადგილზე. VIII საუკუნის ბოლოდან რეგიონში გამოჩნდნენ სკანდინავიელი ვაჭრები და მეომრები, რომლებიც ითხოვდნენ თავიანთ წილს საერთაშორისო ვაჭრობაში. სტატიაში აღწერილია ხაზართა სახაკანოს მიერ დაარსებული სავაჭრო ურთიერთობებისა და კონტროლის სისტემა, რომელიც მოიცავს აბრეშუმის გზის სავაჭრო ურთიერთობაში ჩართულ სხვადასხვა ერებს, ასევე განხილულია ვაჭრობაში არაბ-ხაზართა პარტნიორობის დროის მაგისტრალური სავაჭრო გზები. სავაჭრო ნაკადების თვალყურის დევნება და სავაჭრო სტრუქტურისა და საქონლის აღწერა საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ მაგისტრალური სავაჭრო გზები გადიოდა არანის (თანამედროვე აზერბაიჯანის რესპუბლიკა) და აზერბაიჯანის პროვინციის ტერიტორიებზე, თანამედროვე ირანის ჩრდილოეთით. შესაბამისად, თანდათანობითმა ეკონომიკურმა ურთიერთკავშირმა, ადამიანთა გადაადგილებამ, ადგილობრივი წარმოების ზრდამ შორ მანძილზე ვაჭრობის ინტერესების დასაკმაყოფილებლად და აბრეშუმის გზის გეოგრაფიის ბაზრებზე მოთხოვნადი ადგილობრივი საქონლის უზრუნველსაყოფად, გამოიწვია ეტაპობრივი ეკონომიკური და კულტურული ერთიანობა საერთაშორისო ვაჭრობის ორ რეგიონს შორის.