ოსტ-ინდოეთის სავაჭრო კომპანიის სათავეებთან

ავტორები

  • იზოლდა ბელთაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-7488-5732

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.5.2022.4070

საკვანძო სიტყვები:

საპაიო, კომპანია, პროტექციონისტური, ექსპანსია, ვაჭარ-ავანტიურისტთა, ლევანტის

ანოტაცია

ჩვენ მიზნად დავისახეთ შეგვესწავლა XVI-XVIII საუკუნეების ინგლისის ეკონომიკური ისტორიიდან, ინგლისის ერთ-ერთი მდიდარი საპაიო კომპანიის ოსტ-ინდოეთის წარმოშობის წინაპირობები, მისი თავდაპირველი კაპიტალი, მოგება და მნიშვნელობა ინგლისის კოლონიურ ექსპანსიაში.

ირკვევა, რომ ინგლისში ოსტ-ინდოეთის საპაიო კომპანიის დაარსება განაპირობა მთელმა რიგმა ფაქტორებმა:მაუდის მრეწველობის, ვაჭრობის განვითარებამ (1507 წლიდან - ი.ბ), ლონდონის ვაჭარ-ავანტიურისტთა კომპანიის არსებობამ (რომელიც ეწეოდა მხოლოდ კონტინენტურ ვაჭრობას), რომლისგანაც გამოიყო მდიდარი ვაჭრები საპაიო კომპანიაში გასაერთიანებლად, კაპიტალიზმის განვითარებამ, საზღვაო გზების გადანაცვლებამ აღმოსავლეთში, ინგლისური მაუდის გასაღების და ნედლეულის (აბრეშუმის, ბამბის) ბაზების ძიებამ.

ყოველივე ამან ხელი შეუწყო საპაიო კომპანიის შექმნას, რომელსაც ბრუნვაში ჰქონდა უფრო დიდი კაპიტალი, და ქვეყნისათვის მოჰქონდა უფრო დიდი მოგება, ვიდრე ლონდონის ავანტიურისტთა კომპანიას.

ეს კომპანია დაარსდა 1600 წელს ინგლისის დედოფალ ელისაბედ პირველის დროს (1558 1603 წწ), რომელმაც ქარტიით მიიღო მონოპოლიური უფლება აზიაში, აფრიკაში, ამერიკაში და ყველა კუნძულზე დაწყებული კეთილი იმედის კონცხიდან მაგელანის სრუტემდე. ეს კომპანია თავიდანვე ეწეოდა საქონლის არაექვივალენტურ, ბარტერულ გაცვლას, რითაც იღებდა დიდძალ მოგებას, რაც ფარავდა საბაჟო გადასახადების და საქონლის ტრანსპორტირების ხარჯებს.

სამრეწველო რევოლუციის შემდეგ კი, XVIII - დან ინგლისიდან ოსტ-ინდოეთში შეჰქონდათ ლითონები, გამოჰქონდათ ისევ სანელებლები, ბამბის და აბრეშუმის ნედლეული, მარილი, ჩაი, კალიუმის ნიტრატი, ოპიუმი და სხვა საქონელი.

ოსტ-ინდოეთის კომპანია შემდეგში არ შემოიფარგლებოდა მარტო ინდოეთთან ვაჭრობით. ისუკავშირდება ირანს და იაპონიასაც. კომპანიის მოგება იმდენად დიდი ყოფილა, რომ XVIII ს-ში მის კაპიტალსმიუღწევია 6 მლნ ფუნტ სტერლინგამდე.

ამრიგად, ოსტ - ინდოეთის საპაიო კომპანიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინგლისური მაუდის გასაღების ბაზრების პოვნაში, აღმოსავლური ნედლეულის აბრეშუმის, ბამბის შემოტანაში, საბრუნავი კაპიტალის გაზრდაში, რაც მიიღეს აღმოსავლეთის პროდუქტების: პილპილის, მიხაკ-დარიჩინის, ინდიგოს, ჯავზის და სხვა საქონლის ზედმეტ ფასებში გაყიდვის გზით, კოლონიური იმპერიის შექმნაში, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დაუფლებაში.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

იზოლდა ბელთაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სოცირებული პროფესორი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტი, ბათუმი, 6010. ნინოშვილის
ქ. 32/35. საქართველო, +995 599 11 01 11
izo.beltadze@bsu.edu.ge
Orcid ID :0000-0002-7488-5732

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-05-18

როგორ უნდა ციტირება

ბელთაძე იზოლდა. 2022. “ოსტ-ინდოეთის სავაჭრო კომპანიის სათავეებთან”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 5 (1):68-79. https://doi.org/10.61671/hos.5.2022.4070.

გამოცემა

სექცია

სამეცნიერო სტატიები : ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა