ახალი ცნობები ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ მე 17 ს-ის დასაწყისში. ირანელი ავტორის, ფაზლი ბეგ ხუზანი ისფაჰანის წყაროს „აფზალ ალ თავარიხის“ მიხედვით: ისა - ხან მირზა და შაჰ-აბას I
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8270საკვანძო სიტყვები:
ისა ხანი, შაჰ-აბასი, ფაზლი ბეგ ხუზანი, ირან-საქართველოს ურთიერთობებიანოტაცია
მე-17 საუკუნის ირანელი ისტორიკოსი ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის ისტორიული თხზულება შაჰ აბას I -ის (1587-1629) მმართველობის პერიოდს მოიცავს და წარმოადგენს ფაზლის დიდი ხნის მანძილზე დაკარგულად მიჩნეული ქრონიკის, „აფზალ ალ-თავარიხის“ (მშვენიერი ისტორია) მესამე ნაწილს (თხზულების აკადემიური ტექსტი 2015 წელს გამოიცა), რომელშიც ვრცლადაა მოთხრობილი მე-17 საუკუნის, კერძოდ კი ირან-საქართველოს ურთიერთობის შესახებ. „აფზალ ალ თავარიხი“ არის მნიშვნელოვანი წყარო არა მხოლოდ სეფიანთა ირანის პერიოდის ეპოქის საკვლევად (1501-1722), არამედ საქართველოსა და, ზოგადად, კავკასიის ისტორიის შესასწავლად.
შაჰ-აბასის ქრონიკების ავტორი ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანი ყიზილბაშების ბატონობის პერიოდში (1616-1625) კახეთის მმართველის, ფეიქარ ხანის ვეზირი იყო და როგორც სეფიანთა ირანის, ასევე საქართველოს იმდროინდელი მოვლენების დიდი ნაწილის თვითმხილველი გახლდთათ. იგი ქართველების შესახებ მრავალი დღემდე უცნობი და საყურადღებო ცნობის ავტორად გვევლინება. ზემოთდასახელებული თხზულება სრულიად ახლებურად გვიხატავს XVI-XVII საუკუნეების საქართველოს ისტორიის გარკვეულ პერიპეტიებს.
წინამდებარე სტატიაში განხილულია საქართველოს ისტორიისთვის რამდენიმე უცნობი ეპიზოდი ირანში გაზრდილი, გამუსლიმებული ბატონიშვილის, ალექსანდრე კახთა მეფის (15 74-1605), გიორგის ვაჟის, ისა ხან მირზას და შაჰ-აბასის ურთიერთობის ისტორიიდან.