1554-1555 წლის მუჰიმე დავთარები საქართველოს შესახებ

ავტორები

  • მირიან მახარაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ზაზა შაშიკაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9082

საკვანძო სიტყვები:

Ottoman, Georgia, Muhimme, Defters

ანოტაცია

საქართველოს ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია „მუჰიმე დავთრები“ (Mühimme Defteri). მათში დაცული ჩანაწ­ერები მრავალ საინტერესო ცნობას შეიცავს, რაც სიახლეა ქართული საისტ­ორიო ლიტერატუ­რის­ათ­ვის.

თურქეთის არქივებში დაცულია აღნიშნული დავთრების 260-ზე მეტი ტომი ინახება. მათი ძირითადი ნაწილი სტამბოლში, საპრეზიდენტო საარქივო სამმარ­თველოს ოსმალურ არქივშია. დოკუმენტები ოსმალური ხელითაა დაწერილი. XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო მათი გამოცემა ლათინური ტრანს­კრი­ფ­ც­იის თანხლებით, თუმცა ამ დროისათვის მხოლოდ მცირე ნაწ­ილი, რამდენიმე ტომია გამოცემული.

სტამბოლის მინისტრთა საბჭოს არქივში დაცულ ,,მუჰიმე დავთრებში“ ცნობების გადმოცემა იწყება ჰიჯრის 961 (1553/54) წლით. აღნიშნული პერიოდი ემთ­ხვევა ოსმალეთის სულთან სულ­ეიმან I-ის მესამე ლაშქრობას ირანის წინაა­ღმ­დეგ. პიველ დავ­თრებში, რომლებიც საქართველოს ეხება უმთავრესად გად­მოცე­მულია სხვადასხვა პირთა დაჯილდოება, იმის გამო რომ მათ მონაწილეობა მიიღეს ნახიჭევანისა და ოლთისის ლაშქ­რობებში. აგრეთვე ასახულია ქართველი ხალხის ბრძოლა ოსმ­ა­ლთა წინააღმდეგ, ბრძოლა ილგართან და ქიამხისთან, ქართულ ტერ­იტორიებზე ოსმალთა მმართველობის დამყარებაზე. 

მუჰიმე დავთრების თარგმნა, სათანადო კომენტარების დარ­­თვა და გამოცემა უთუოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიის მრავალი საკითხის შესასავლლად.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-06-03

როგორ უნდა ციტირება

მახარაძე მირიან, and შაშიკაძე ზაზა. 2025. “1554-1555 წლის მუჰიმე დავთარები საქართველოს შესახებ”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (1):96-106; 107. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9082.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა