იეზუიტები XVI - საუკუნის ოსმალეთის იმპერიაში
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.6.2023.6779საკვანძო სიტყვები:
ოსმალეთის იმპერია, ევროპა XVI საუკუნეებში, იეზუიტების ორდენი, იეზუიტები ოსმალეთის იმპერიაში.ანოტაცია
XVI საუკუნეში დაწყებულმა რეფორმაციამ და რელიგიურმა ომებმა რომის კათოლიკური ეკლესია მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა. წმინდა პეტრეს ტახტი იძულებული გახდა მისთვის კონტრრეფორმაციით ეპასუხა, რაც პირველ რიგში, ევროპაში კათოლიკური ეკლესიის გავლენების განახლებას გულისხმობდა. მთავარი ძალა კონტრრეფორმაციასთან ბრძოლაში „იესოს საზოგადოება“ („იეზუიტთა ორდენი“) იყო, რომელიც ესპანელმა სამხედრო-ინვალიდმა იგნასიო ლოიოლამ (1492-1556) დაარსა. 1540 წლის 27 სექტემბერს პავლე III-მ (ერისკაცობაში - ალესანდრო ფარნეზე (1534-1549)) ბულით “Regiminis militantis ecclesiae”, დაამტკიცა ახალი ორდენი. იეზუიტებმა ჰუმანისტური კულტურის იდეები და მეთოდები საკუთარ მიზნებს მოარგეს და თავბრუდამხვევი სისწრაფით გავრცელდნენ მთელ კათოლიკურ სამყაროში. XVI საუკუნიდან ორდენმა ოსმალეთშიც შეაღწია, კერძოდ უნგრეთის ტერიტორიაზე, სადაც სულეიმენ I (1520-1566) მმართველობდა და იმპერია სიძლიერის ზენიტში იყო.
ნაშრომში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია XVI საუკუნის ოსმალეთის იმპერიაში, რომის პაპების დავალებით, იეზუიტების მიერ განხორციელებულ მისიებზე და ანტიოსმალურ, ანტიისლამურ, ქმედებებზე. ასევე, შეძლებისდაგვარად, გადმოვეცით იეზუიტებისთვის სტამბოლში საფრანგეთის საელჩოს მფარველობის და, ცოტა მოგვიანებით, დაპირისპირების შესახებ.
Downloads
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .