ბათუმის საბოლოო დაპყრობა და ადმინისტრაციული მმართველობის შემოღება ოსმალთა მიერ

ავტორები

  • ზაზა შაშიკაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-5406-577X

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.6.2023.7353

საკვანძო სიტყვები:

ბათუმი, ლივა, დავთარი, აღწერა

ანოტაცია

XIX ს-მდე ბათუმის ისტორიის შესახებ ქართულ წყაროებში ძალიან მწირი ინფორმაცია გვხვდება და ამ სიცარიელის ამოსავსებად თურქეთის რესპუბლიკის არქივებსა და წიგნსაცავებში დაცულ ოსმალურ დოკუმენტურ მასალას უზარმაზარი მნიშვნე-
ლობა აქვს.
ანკარის მიწისა და კადასტრის მთავარი სამმართველოს არქივში, 122 შიფრით დაცულია ბათუმის ვრცელი დავთარი, რომელიც ჯერ არ არის შემოტანილი სამეცნიერო მიმოქცევაში და წარმოადგენს მნიშვნელოვან დოკუმენტს ბათუმისა და რეგიონის ისტორიისთვის.
ჟურნალის B გვერდზე ვხედავთ 1704 წლის სექტემბრით დათარიღებულ გაფართოებულ ტექსტს, სადაც საინტერესო ცნობებია ბათუმისა და მის შემოგარენში მდებარე სოფლის შესახებ. ნათქვამია, რომ ეს ტერიტორია ბოლო დრომდე გურიელის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ეს ცნობა მნიშვნელოვანია ბათუმის ოსმალეთის იმპერიის დაქვემდებარების თარიღების დასადგენად, რადგან ამ თარიღთან დაკავშირებით სამეცნიერო ლიტერატურაში განსხვავებული აზრი არსებობს. მეცნიერთა ნაწილი თვლიდა, რომ ბათუმი ოსმალეთის იმპერიაში XVI ს-ის შუა ხანებში შევიდა, სხვები კი 1703 წელს ასახელებდნენ. ვფიქრობთ, მოტანილი საისტორიო წყარო მეორე მოსაზრებას ამყარებს. ბათუმი და მიმდებარე სოფლები ოსმალეთის იმპერიამ საბოლოოდ XVIII ს-ის პირველ წლებში დაიპყრო და ბათუმი ადმინისტრაციულ ცენტრადაც აქცია.
ჩვენს მიერ გაანალიზებული დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში ბათუმის ლივის საზღვრები შავი ზღვის დასავლეთ სანაპირომდე ვრცელდება და მოიცავს ტერიტორიებს ათინას (დღევანდელი Pazar). დოკუმენტში მოცემულია ტერიტორიის აღწერა, რაც საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ აღნიშნული პერიოდის რეგიონი არაერთი კუთხით, იქნება ეს სოციალურ - ეკონომიკური, პოლიტიკური, ეთნიკური, რელიგიური, დემოგრაფიული და სხვა.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ზაზა შაშიკაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის პროფესორი. საქართველო, 6010. ბათუმი, ნინოშვილისქ. 32/35. +995577 999 767. zaza.shashikadze@bsu.edu.ge ORCID: 0000-0002-5406-577X

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-08

როგორ უნდა ციტირება

შაშიკაძე ზაზა. 2023. “ბათუმის საბოლოო დაპყრობა და ადმინისტრაციული მმართველობის შემოღება ოსმალთა მიერ”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 6 (2):9-31; 32. https://doi.org/10.61671/hos.6.2023.7353.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა