ბათუმი XV საუკუნის ევროპულ წყაროებში

ავტორები

  • ირაკლი ბარამიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-7540-7006

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.6.2023.7361

საკვანძო სიტყვები:

ბათუმი, ახალციხე, გურიელი, სამეგრელო, XV საუკუნე, ევროპელი მოგზაურები

ანოტაცია

ნაშრომში განხილულია ევროპელ მოგზაურთა ცნობები გვიანი შუა საუკუნეების ბათუმის შესახებ. XV საუკუნის 20-იანი
წლების ბათუმზე მოგვითხრობს გერმანელი (ბავარიელი) მეომარი და მოგზაური იოჰან (ჰანს) შილტბერგერი, რომელიც ბათუმს სამეგრელოს დედაქალაქს უწოდებს.

საინტერესო ფაქტია 1445 წელს ბათუმზე 200 ბურგუნდიელი მეკობრის თავდასხმა ჰერცოგ ფილიპე III-ის (1419-1467) ნათესავის, ცნობილი რაინდის ჟოფრუა ტუაზის მეთაურობით. საძარცვავად მისულ ევროპელებს აქ დახვდა გურიელი 600-კაციანი რაზმით. დატყვევებული ტუაზი გაათავისუფლეს მხოლოდ ტრაპიზონის იმპერატორის თხოვნით.
XV საუკუნის 70-იან წლებში ვენეციელი ვაჭარი და დიპლომატი იოსაფატ ბარბარო და ვენეციის ელჩი უზუნ ჰასანის კარზე – ამბროზიო კონტარინი ბათუმს სამეგრელოს ნაწილად მოიხსენიებს, თუმცა პირველი სამეგრელოს მთავარს „ბენდიანს“ უწოდებს. მეორე – „გორბოლას“.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ XV საუკუნის დასაწყისისთვის ბათუმი ემორჩილება სამეგრელოს მთავარს, 40-იანი წლების შუა ხანებში ბურგუნდიელ მეკობრეებს ბათუმში იგერიებს გურიელი, რაც მის გარკვეულ უფლებრივ მდგომარეობაზე მიუთითებს. 50-იანი წლების ბოლოს ბათუმი სამცხის შემადგენლობაშია, 70-იან წლებში კი უკვე საბედიანოს ნაწილია, რომელსაც ბედიანი, იგივე დადიან-გურიელი განაგებდა.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფია

ირაკლი ბარამიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
საქართველო, 6010. ბათუმი, ნინოშვილის ქ. 32/35.
+995 577 30 40 20. irakli.baramidze@bsu.edu.ge
ORCID: 0000-0001-7540-7006

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-12-08

როგორ უნდა ციტირება

ბარამიძე ირაკლი. 2023. “ბათუმი XV საუკუნის ევროპულ წყაროებში”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 6 (2):242-52. https://doi.org/10.61671/hos.6.2023.7361.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები