ევროპული და აღმოსავლური კულტურა: არქეტიპულ- ორგანოტროპული თანხვედრები (კონსტანტინე კაპანელი)

ავტორები

  • ირმა ბაგრატიონი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0009-6466-0474
  • იბრაიმ დიდმანიძე ბათუმის შოთა რუსთაველისსახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-6695-4980

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8303

საკვანძო სიტყვები:

კაპანელი, ფილოსოფიური, მსოფლმხედველობა, ორგანოტროპული, ევროპული კულტურა, აღმოსავლური კულტურა, ცივილიზაცია

ანოტაცია

წარმოდგენილ ნაშრომში ჩვენი კვლევის ობიექტს წარმო­ა­დ­გენს თანამედროვე ქარ­თ­ვე­ლი ფილოსოფოსის კონსტანტინე კაპანელის მსოფლმხედველობრივი კონცეფცია კუ­ლ­ტუ­რის ონტ­ო­ლოგიური, აქსიოლოგიური და სოციალური საზრისის საკითხ­ებთან მიმა­რ­თებაში, კერ­ძ­ოდ, კულტურის ფილოსოფიურ-სოცი­ოლოგიური თეორიის ორგანოტ­რო­პუ­ლი პრინციპის არსი და კონ­ც­ე­­პტუალური არგუმენტები კულტურის როგორც ევროპუ­ლი, ისე აღმოსავლური ტიპის ორ­განოტროპული გაგების სასარგ­ებლოდ.

ნაშრომში ნათლად არის ასახული და ჩამოყალიბებული, რომ კულტურის ისტო­რ­ი­ული ტიპების არსობრივი გარკვე­ულ­ობის შესახებ მსოფლმხედველობრივი რეფლექსია კაპანელი­ს­ეულ ფილოსოფიურ ნა­­ა­ზრევში განხორციელებულია კულტუ­რ­ის ტრადიციუ­ლი თეორიის ისეთ ძირითად პრ­ობლემზე გავ­ლით, როგორიცაა: კულტურის ყოფიერების წე­სი, მისი გენეზ­ისისა და გა­ნ­ვი­თარების საფუძველდებული ასპექტები, მისი სტრუქტუ­რუ­ლი მოცემულობისა და მორფ­ო­ლოგიური სისტემის თავისებურებანი; გარდა ამისა, ერთი მხრივ, ბუნების, ადამი­ან­ისა და კულტურის და, მეორე მხრივ, ისტორიის, კუ­ლტ­უ­რი­სა და ცივილიზაციის ურთიე­რთ­მ­იმართებანი.

ნაშრომში, გარკვეული, გაანალიზებული და ხაზგასმულია კაპანელის თვალსაზ­რი­სი კუ­ლ­ტურისა და საზო­გა­დოების ურთ­იე­რთგავლენის საკითხებზე, კერძოდ, კულტ­უ­რის, რო­გორც ღი­რ­ე­ბულებათა განსაზღვრული სისტემის, სოციალური ფუნქც­იონ­ირების ზო­­გა­დი კა­ნონზომიერებებისა და კულტურის განვით­არ­ების ტენ­დენ­ციებზე საზო­გა­დო­ე­ბ­რივი მდ­გომარეობის ფაქტო­რთა ზემოქმედების შესახებ.

ნაშრომი წარმოადგენს იმის დასაბუთების აქტიურ მცდელ­ობას, რომ კაპანელის ორ­­­გა­ნოტ­რო­პულმა მოძღვრებამ, კულ­ტუ­რის ცალკეული სახის ევოლუციური ცვლილე­ბე­ბისა და სოცია­ლურ პროცესთა დინამიკის უწყვეტი კავშირის აღიარებით, ძალ­ზე მნიშვნე­ლო­ვანი, ეფექტური და ღირებული ღვაწლი დასდო ფილოსოფიური აზრის ისტორიას კუ­ლ­ტურის ერთიანი თეორ­იის შექმნის პროცესში.

Downloads

Download data is not yet available.

ავტორის ბიოგრაფიები

ირმა ბაგრატიონი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოსოფიის დოქტორი,
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი.
საქართველო, 6010. ბათუმი, ნინოშვილის ქ. 32/35.
+995 599 947 668. irma.bagrationi@bsu.edu.ge
https://orcid.org/0009-0009-6466-0474

იბრაიმ დიდმანიძე, ბათუმის შოთა რუსთაველისსახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოსოფიის დოქტორი,
ბათუმის შოთა რუსთაველისსახელმწიფო
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
საქართველო, 6010. ბათუმი, ნინოშვილის ქ. 32/35.
+995 599 276 600. ibraim.didmanidze@bsu.edu.ge
https://orcid.org/0000-0001-6695-4980

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-12-06

როგორ უნდა ციტირება

ბაგრატიონი ირმა, and დიდმანიძე იბრაიმ. 2024. “ევროპული და აღმოსავლური კულტურა: არქეტიპულ- ორგანოტროპული თანხვედრები (კონსტანტინე კაპანელი)”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 7 (2):577-98. https://doi.org/10.61671/hos.7.2024.8303.

გამოცემა

სექცია

ფილოსოფია, კულტურა, სოციოლოგია