ოსმალური მერვე საეკლესიო დავთარი ქართული მრევლისა და ქართული ეკლესია-მონასტრების შესახებ

ავტორები

  • მირიან მახარაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0003-1931-0570

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11614

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, ოსმალეთი, საეკლესიო დავთარი, იერუსალიმი

ანოტაცია

ოსმალური საეკლესიო დავთრები 10 ტომისაგან შედგება, საიდანაც მე-8, მე-9 და მე-10 ტომები შეეხება იერუსალიმის ეკლ­ესია-მონასტრების მართვა-გამგეობას და სხვადასხვა კონფეს­ი­ებს შორის მართვა ურთიერთობის მოგვარებას. გარდა ზემოა­ღნიშნული დავთრებისა იერუსალიმის შესახებ საეკლესიო დავ­თარი ინახება თოფქაფის მუზეუმის არქივში, რომლის შიფრია TS.MA.d. 7016  და მასშიც მსგავსი ტიპის დოკუმენტებია გაერ­თ­ია­ნებული.

მერვე საეკლესიო დავთრის ზომებია 17,5X42,00X1,00 სან­ტიმეტრია. თავფურცელი ბორდოსფერი ტყავია, რომელიც ადგ­ილ-ადგილ გაცვეთილია. ფურცლები და ტექსტი კარგადაა შენ­ახ­ული. ზოგიერთი ფურცელი ამოვარდნილია. გარე ყდა არ აქვს. თავფურცელზე ოსმალურად "قمامة دفتری“  და ორი თარიღი აქვს მიწერილი - 860 წლის შევალი (2-30 სექტემბერი 1456) და 1071 წლის რებიულეველი (4/XI-3XII 1660). ლათინური თურქულით აწერია "Kilise Defteri (საეკლესიო დავთარი) No.8". პირველი გვე­რდი უნომროა. ნუმერაცია იწყება შემდეგი გვერდიდან - 1-დან 41-ის ჩათვლით. სულ 42 გვერდია, აქედან 3, 4, 15-21, 36-39 გვერ­დები ცარიელია. კრებულში მოთავსებულია 18 ჩანაწერი, საიდ­ანაც  ქართველების შესახებ მე-8 საეკლესიო დავთარში ცნ­ო­ბებია გადმოცემული მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 დოკუ­მენტებში.

ოსმალური საეკლესიო დავთრების დოკუმენტებიდან ჩა­ნს, რომ ქართულმა ეკლესიამ იერუსალიმში დამოუკ­იდ­ებლობა დაკარგა. იგი მთლიანად დაექვემდებარა იერუსალიმის ბერ­ძ­ნულ-მართლმადიდებლურ საპატრიარქოს. ქართველების ქონე­ბაზე დავაში უკვე ქართველები აღარ მონაწილეობენ, თუმცა იაკობის ეკლესიას და ჯვრის მონასტრებს, შერჩათ სახელი „ქარ­თ­ული ეკლესია-მონასტრები“.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2026-05-27

როგორ უნდა ციტირება

მახარაძე მირიან. 2026. “ოსმალური მერვე საეკლესიო დავთარი ქართული მრევლისა და ქართული ეკლესია-მონასტრების შესახებ”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 9 (1):50-63; 64. https://doi.org/10.61671/hos.v9i1.11614.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.