მუსლიმი რეფორმატორები თბილისში - ჟურნალ „მოლა ნასრედინის“ მაგალითი

ავტორები

  • თამთა ბოკუჩავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი

DOI:

https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9080

საკვანძო სიტყვები:

Mollā Nasreddin, თბილისი, მირზა ჯალილ მემედყულიზა

ანოტაცია

XX საუკუნის დასაწყისში, ხელოვანთა და ინტელ­ექტ­უა­ლთა ჯგუფმა ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნო­ბილი ფოლკლორული ფიგურის, მოლა ნასრედინის ხელახალი ინტერპრეტაცია მოახდინა. ამით ისინი ცდილობდნენ ჩამოეყ­ალ­იბებინათ რეფორმისტული და ანტიკოლონიალური მუსლიმური დისკურსი, რომელსაც აქცენტი სოციალურ და პოლიტიკურ რე­ფ­ორმებზე ექნებოდა. ფოლკლორის, ვიზუალური ხელ­ოვ­ნე­ბისა და სატირის მეშვეობით პერიოდული გამოცემა Mollā Nasreddin-მა გავლენა იქონია ათიათასობით მუსლიმზე და შეც­ვალა მთელი თაობის აზროვნება. ავტორები სხვადასხვა სოციალურ ფენას მიე­კუთვნებოდნენ. ზოგიერთი მუშათა კლასის ოჯახებიდან იყვნენ, თუმცა ძირითადი ნაწილი მაინც საშუალო ფენის წარმომ­ად­გენლები იყვნენ. რედაქტორი ჯალილ მემედყულიზადე, იგივე მირზა ჯალილი (1866–1932), იყო ავტორი, დრამატურგი და აზე­

რბ­აიჯანული ლიტერატურის კრიტიკული რეალიზმის სკო­ლის ერთ-ერთი დამაარსებელი. ომარ ფაიქ ნემანზადე (1872–1937), თანადამფუძნებელი და რედაქტორი, იყო გამოცდილი ჟურნა­ლისტი, რომელიც სწავლობდა თურქეთში. მირზა ჯალ­ილის მეუ­ღლე, ჰამიდე ხანუმი (1873–1955) იყო ქალთა უფლ­ებების დამ­ცველი. 1906 წლიდან 1912 წლამდე თბილისში გამო­იცა Mollā Nasreddin-ის დაახლოებით 370 ნომერი. 1906 წლის 7 აპრილს, ჟურნალი გამოვიდა მოკრძალებული, 1000 ეგზ­ემპ­ლა­რიანი ტირ­აჟით, მაგრამ ერთ თვეში იბეჭდებოდა კვირაში 25000 ეგზ­ემ­პ­ლ­არი. Mollā Nasreddin აკრიტიკებდა სამხრეთ კავკასიის პოლი­ტიკოსებს, მიწის მესაკუთრეებს და სასულიერო პირებს; ხაზს უსვამდა ქალებისა და ბავშვების ჩაგვრას პატრიარქალურ საზო­გადოებაში.

Downloads

Download data is not yet available.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-06-03

როგორ უნდა ციტირება

ბოკუჩავა თამთა. 2025. “მუსლიმი რეფორმატორები თბილისში - ჟურნალ „მოლა ნასრედინის“ მაგალითი”. აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე 8 (1):38-56; 57. https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9080.

გამოცემა

სექცია

ისტორია, პოლიტიკა, წყაროთმცოდნეობა

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.