საბაჰათინ ალი (1907-1948) - „ვიოლონჩელო“
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.7.2024.7832საკვანძო სიტყვები:
ვიოლონჩელო, მუსიკა, მოგზაურები, აფრიკა, სიყვარულიანოტაცია
მე-20 საუკუნის გამოჩენილი თურქი მწერალი საბაჰათინ ალი 1907 წელს თურქეთში დაიბადა. მამა, რომელიც ადრე გარდაეცვალა, ოფიცერი იყო. ოჯახს საცხოვრებელის შეცვლა ხშირად უწევდა. მწერალმა კარგი განათლება ჯერ სტამბოლში მიიღო. იქ დაამთავრა პედაგიური სასწავლებელი და ქალაქ ოზგატში მასწა
1928-1930 წლებში საბაჰათინ ალი ბერლინის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა, სადაც ეროვნულ ნიადაგზე ნაცისტ სტუდენტთან ჩხუბი მოუხდა. მწერალი იძულებული გახდა უნივერსიტეტი დაეტოვებინა და სამშობლოს დაბრუნებოდა. ქალაქ აიდინში, კონიასა და ანკარის სკოლებში გერმანულ ენას ასწავლიდა. არაერთხელ იყო გასამართლებული თურქეთის მთავრობის მიმართ კრიტიკული აზრის გამოხატვისთვის. 1948 წელს სამშობლოს დატოვება და ევროპაში გაპარვა გადაწყვიტა, მაგრამ ახლო მეგობარმა პოლიციაში დაასმინა. მწერალი თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე დააკავეს. ერთ-ერთი ვე- რსიით იქვე დახვრიტეს, მეორე ვერსიით კი- პოლიციაში დაკითხვისას მოკლეს.