ომერ სეიფედინი(1884-1920) - „მემკვიდრეობა“
DOI:
https://doi.org/10.61671/hos.8.2025.9102საკვანძო სიტყვები:
მემკვიდრეობა, გონება, ღალატი, ეშმაკი, გულწრფელიანოტაცია
ომერ სეიფედინი დაიბადა 1884 წელს თურქეთში, ქ.ბანდირმაში. გარდაიცვალა 1920 წელს ქ.სტამბოლში. იყო მოთხრობების მწერალი, რომანისტი, მასწავლებელი და ოფიცერი. ის ითვლება ერთ-ერთ უდიდეს თანამედროვე თურქ ავტორად.
სეიფედინი სწავლობდა ედირნისა და კონსტანტინოპოლის სამხედრო სასწავლებლებში, შემდეგ კი ჯარში მსახურობდა. მიიღო მონაწილეობა ბალკანეთის ომებში(1912-13წწ.). სამხედრო სამსახურიდან წასვლის შემდეგ მან თავი მწერლობასა და სწავლებას მიუძღვნა. ლიტერატურული მოღვაწეობა 1908 წლიდან დაიწყო. სეიფედინი წერდა უნიკალური სტილით. ნაწარმოებებში მოთხრობილი ამბები პირადი გამოცდილებიდან, ისტორიიდან და პოპულარული ტრადიციებიდან აიღო. სასაუბრო ენის გამოყენებამ მის მოთხრობებს ნათელი და მომხიბვლელი სხივი შესძინა. ის იყო პოპულარული და ფართოდ წაკითხვადი ავტორი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი თავისი დროის ლიტერატურული მოძრაობებისგან. სეიფედინის ნაწარმოებები მოიცავს თემების ფართო სპექტრს: სატირებს, პოლემიკურ დრამებს, კომიკურ სიტუაციებს და სოციალურ კომენტარებს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია სხვადასხვა ენებზე, მათ შორის ქართულად.